სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაწლების განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით ვიტანჯებოდი, თუმცა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეს ხალხური საშუალება...

წლების განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით ვიტანჯებოდი, თუმცა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეს ხალხური საშუალება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა!

წლების განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით ვიტანჯებოდი, თუმცა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეს ხალხური საშუალება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა!

"დაქვეითებული მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, დიდი ხნის წინათ დამისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. ვიცი, რომ ამის მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა.

წლების განმავლობაში ვცდილობდი, მიმეგნო ისეთი მცენარეული საშუალებისთვის, რომელიც მდგომარეობას გამიუმჯობესებდა. ვიპოვე კიდეც ასეთი საშუალება და ესაა შტოში.

შტოშის ნაყენი:

  • 4 ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • დადგით 2 საათის განმავლობაში თავდახურული.
  • შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. შემდეგ დაისვენეთ 1 თვე და კურსი ისევ გაიმეორეთ.

ამ მკურნალობის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ ხოლმე. აღარ ვარ მოდუნებული, წონაც თანდათან მიმცირდება, თუმცა რაციონს არ ვცვლი, მიწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა.

ჩემი ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს, ამის მისახვედრად კი ტესტს ვაკეთებ ხოლმე: კანზე ვიკეთებ იოდის ბადეს. თუ ბადე ძალიან მალე გაქრა (სამ საათზე უფრო ნაკლებ დროში), ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია. თუ ბადის გაქრობას სამი-ოთხი საათი დასჭირდა - ეს კარგი შედეგია.

ამ ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ვიტარებ და ცვლილებას ნამდვილად ვგრძნობ. მკურნალობის შემდეგ მიწესრიგდება წნევაც. ნაყენის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი და არა ჰიპერთირეოზი (ჯირკვლის ფუნქციის მომატება).

ცოტა რამ შტოშის შესახებ:

შტოში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მისი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, P ვიტამინს, ეთერზეთს, ვაშლისა და ლიმონმჟავებს, შაქრებს, პიგმენტებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს.

შტოშის ნაყოფი გამოიყენება, როგორც პოლივიტამინური საშუალება ავიტამინოზის დროს. მის ვაჟინს იყენებენ რევმატიული ტკივილის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. აქვს შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება. მისი ნაყენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სწორედ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, შტოშის ნაყენი უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს, თუკი მკურნალობის პროცესში მას დამხმარე საშუალებად გამოვიყენებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!