ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ მარილების დაგროვება გაწუხებთ, გირჩევთ საკუთარ თავზე გამოცდილ წითელი მოცვის რეცეპტს! მინდა...

თუ მარილების დაგროვება გაწუხებთ, გირჩევთ საკუთარ თავზე გამოცდილ წითელი მოცვის რეცეპტს! მინდა მისი საოცარი თვისებები გაგაცნოთ!

თუ მარილების დაგროვება გაწუხებთ, გირჩევთ საკუთარ თავზე გამოცდილ წითელი მოცვის რეცეპტს! მინდა მისი საოცარი თვისებები გაგაცნოთ!

ჩემს თავზე გამოვცადე წითელი მოცვის სარგებელი და მინდა მისი საოცარი თვისებები სხვებსაც გავაცნო. საერთოდ, მიდრეკილება მაქვს მარილების დაგროვებისკენ. მუდმივად მქონდა ქვიშა ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში, ძალიან ხშირად მიმართებოდა ფაღარათი.

სწორედ ამიტომაც ახლობელმა მირჩია, მოცვის ფოთლების ნაყენი მესვა. ნაყენი ასე უნდა დამზადდეს: 2 ს/კ მოცვის დანამცეცებული ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წთ. შემდეგ გად- მოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. გადაწურეთ და სვით 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ.

ამ ნაყენის მიღების შემდეგ მომეხსნა თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი, აღარც ფაღარათი მაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ყოველ გაზაფხულზე მაინც ვიმეორებ ორ-ორ კურსს. გირჩევდით თქვენც სცადოთ, მით უმეტეს, რომ სრულიად ბუნებრივი და ნატურალური საშუალებებისგან მზადდება ის.

ექიმის კომენტარი: წითელი მოცვი მარადმწვანე მცენარეა. მისი ფოთლების მოკრეფა შეგიძლიათ ადრეულ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს. მცენარე ზამთარშიც არ იშორებს ფოთოლს და დაბალი ტემპერატურის დროსაც ინარჩუნებს არა მხოლოდ სინორჩეს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. სწორედ ამ დროს, ვიდრე აყვავილდება, იკრიფება მისი ფოთოლი. წითელი მოცვი ყვავილობას იწყებს მაის-ივნისში, ნაყოფი კი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ფოთლის ნაყენი, ისე ნახარში. გარდა იმი- სა, რომ მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, არის შარდმდენი, კუჭში შემკვრე- ლი, ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება. წითელი მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი მიიღება ასევე შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმელებისა და გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, რევმატიზმის, გაციების, გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!