ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ თქვენც გაწუხებთ თავის აუტანელი ტკივლები და მედიკამენტებიც აღარ გშველით, მაშინ ახლავე...

თუ თქვენც გაწუხებთ თავის აუტანელი ტკივლები და მედიკამენტებიც აღარ გშველით, მაშინ ახლავე სცადეთ ეს ხალხური რეცეპტი!

თუ თქვენც გაწუხებთ თავის აუტანელი ტკივლები და მედიკამენტებიც აღარ გშველით, მაშინ ახლავე სცადეთ ეს ხალხური რეცეპტი!

ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც თავი ისე მტკიოდა, რომ ცხოვრება გამწარებული მქონდა. გამოკვლევებმა არავითარი დარღვევა არ აჩვენა, თავის ტკივილი კი მიგრძელდებოდა. სოფელში მეზობელმა სამკურნალო ბალახები მომიტანა - თან მირჩია, ამ ბალახების ჩაი სვიო. მე ხალხურ მედიცინას არასერიოზულად ვუყურებდი, ამიტომ არ გამოვიყენე ის ის ბალახები.

ერთხელ, როცა თავის ტკივილმა ძალიან შემაწუხა, ვიფიქრე, მეცადა ჩაის მომზადება, თუ არ მომიხდა, ხომ არაფერს დამიშავებს-მეთქი.

როგორც მეზობელმა მასწავლა, ისე მოვამზადე ჩაი:

  1. 2 ჩ.კ თანაბარი რაოდენობით გვირილის, პიტნისა და სალბის ნარევს დავასხი 300 მლ მდუღარე წყალი,
  2. 20 წუთი თავდახურული დავდგი,
  3. ოდნავ რომ შეგრილდა, გადავწურე და ყლუპ-ყლუპად დავლიე.

რადმენიმე წუთში კი თავის ტკივილმა გამიარა!

მას შემდეგ ამ ჩაის რეგულარულად ვსვამ ხოლმე. თავის ტკივილი თანდათან უფრო და უფრო იშვიათად მაწუხებს.

ეს არომატული ნაყენი სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში, 10-12დღის განმავლობაში.

ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქიმიურმა წამლებმა ვერ მომიგვარა, ასე იოლად დააამრცხა ხალხურმა მედიცინამ და თქვენც გირჩევთ, რომ მეტი ნდობით მოეკიდოთ ბუნებრივ სამმკურნალო საშუალებებს.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი სამივე მცენარე ხალხურ მედიცინაში, საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. გვირილას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, საძილე და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილაში შემავალი ეთერზეთი აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას და ამავე დროს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს.

გვირილას ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. პიტნას აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აგრეთვე რეფლექსურად აძლიერებს კანისა და ლორწოვანი გარსების კაპილარულ მიმოქცევას, აფართოებს კორონარებს, ააქტიურებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

მენთოლი აქტიურად გამოიყენება, როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის და სტენოკარდიის დროს. გარდა ამისა, მენთოლს იყენებენ საძილე საშუალებად უძილობის, მომატებული აგზნებადობის და ნევროზული მდგომარეობის დროს.

ხოლო სალბი გამოირჩევა ანტიანთებითი და ანტიმიკრობული ეფექტით. თუმცა მის პრეპარატებსაც აქვს მსუბუქი სპაზმოლიზური მოქმედება. ამ სამი მცენარის კომბინაცია საკმაოდ გონივრულადაა შერჩეული. ამ ნარევის ნაყენი დადებით ეფექტს მოგვცემს ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით და ნერვული აგზნებით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევაში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!