სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაიმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გრიპს, გაციებას, დაღლილობას და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს!

იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გრიპს, გაციებას, დაღლილობას და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს!

იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გრიპს, გაციებას, დაღლილობას და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს!

თაფლი რომ უნიკალური პროდუქტია, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტად სწორედ ახალ თაფლს აქვს. ამიტომ, უმჯობესია, დრო არ დავკარგოთ და მოვამზადოთ წამლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გაციებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას. სწორედ ასეთ დროს გამოგვადგება ნუშის გული.

დაგჭირდებათ:

  • ჭიქა-ნახევარი ქიშმიში,
  • ორი ლიმონი,
  • ერთი ჭიქა ნიგოზი,

მომზადება:

  1. 1/2 ჭიქანიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ.ჭ ახალი თაფლი.
  3. დადგით 1 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ასეთი კურსით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ.

თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ყველასთვის სასარგებლოა. წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან, თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში ყველა კომპონენტი ვიტამინებით, ცილებით, მინერალებითა და სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოაქტიური ნივთიერებებითაა მდიდარი, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მიღებული ნარევიც საუკეთესო იქნება ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების გასააქტიურებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ზოგადად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. ნარევის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადება აქვს, აგრეთვე მათთვის, ვისაც ალერგია აღენიშნება თაფლსა და თაფლის პროდუქტებზე.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!