შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამოიცილეთ ნახველი ამ ჯადოსნური საშუალებით! ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ!

მოიცილეთ ნახველი ამ ჯადოსნური საშუალებით! ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ!

მოიცილეთ ნახველი ამ ჯადოსნური საშუალებით! ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ!

ნახველის დაგროვებას ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა და ყელის გასუფთავების მუდმივი მოთხოვნილება. მაგრამ, სანამ ფარმაცევტულ საშუალებებს იყიდით (რომელსაც ზოგჯერ შეუძლია საწინააღმდეგო შედეგი მოგცეთ – ნახველის გასქელება და ხველების გაძნელება ან სულაც დროებითი ეფექტი), სცადეთ ეს ბუნებრივი პროდუქტები.

  • თაფლი.

ეს საოცრად საშუალება აღიარებულია, როგორც ყელის ეფექტური დამამშვიდებელი საშუალება. თაფლი შეიცავს დექსტრომეტორფანს, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ხველის სამკურნალო საშუალებებში.

თაფლის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: სცადეთ დაამატოთ ცოტა შავი პილპილი სუფრის კოვზ თაფლს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თბილ წყალს დაუმატოთ თაფლი (ლიმონით ან მის გარეშე) და დალიოთ რამდენიმე ასეთი ჭიქა დღეში. შეამცირეთ შაქრის მიღება, მაგრამ თუ დიაბეტიანი არ ხართ, გაციების დროს დღეში რამდენიმე სუფრის კოვზი არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ.

  • ცხელი ორთქლი.

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გულმკერდისა და ყელის არეში ნახველის მოსაშორებლად. ცხელი ორთქლი ათხელებს ნახველს, აადვილებს ხველას. სცადეთ ხანგრძლივი, ცხელი შხაპის მიღება გამორთული ვენტილატორით და დახურული კარებით, რათა ორთქლი არ გამოვიდეს ოთახიდან. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეავსოთ თასი მდუღარე წყლით, დაეყრდენით მას, თავზე პირსახოცი დაიფარეთ და ორთქლი შეისუნთქეთ.

  • მარილიანი წყალი.

მარილიანი წყალი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ამცირებს ყელის ანთებას. ერთი ჭიქა თბილ წყალში ჩაყარეთ ცოტა მარილი და გამოივლეთ ყელში. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

  • კურკუმა.

კურკუმას ანტისეპტიკური თვისებები კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ჭარბი ლორწოს გამომუშავებას და ბუნებრივად აძლიერებენ იმუნურ სისტემას. უბრალოდ ერთი ჩაის კოვზი კურკუმა დაუმატოთ ერთ ჭიქა ცხელ წყალს და დალიეთ.

  • ცხელი სასმელები.

ძალიან მნიშვნელოვანია გაციების დროს ცხელი სასმელების დალევა სწრაფი აღდგენისთვის, რადგან ისინი ამშვიდებს და ატენიანებს ანთებულ ქსოვილებს, ასევე ეფექტურად ათხელებს ყელისა და გულმკერდის ლორწოს. შეგიძლიათ დალიოთ თბილი წყალი ლიმონით, მცენარეული ჩაით, ან თუნდაც ერთი ჭიქა ქათმის ბულიონი.

მკვლევარებმა გამოსცადეს ცხელი და ცივი სასმელების გავლენა გრიპის მქონე ადამიანებზე და დაადგინეს, რომ მათ, ვინც ცხელ სასმელს სვამდნენ, განიცდიდნენ გრიპის სიმპტომების მყისიერ და ხანგრძლივ შემსუბუქებას.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები