ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი!! იგი კურნავს ნებისმიერ ინფექციას სხეულში და კლავს პარაზიტებს!
ასკილის სამკურნალო რეცეპტი!
- 10-15 ცალი ასკილი უნდა გარეცხოთ კარგად.
- მოათავსეთ ის მინის ჭურჭელში ან თერმოსში.
- დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუს.
- თუ შესაძლებელია შეფუთეთ და განათავსეთ თბილ ადგილას.
- დალიეთ სასმელი 12 საათის გასვლის შემდეგ.
ასკილის თესლის ნახარში ასე უნდა მოამზადოთ:
- 1 ჩაის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი.
- ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე,
- დადგით გასაცივებლად 2 საათი,
- ბოლოს კი გაწურეთ.
მიიღეთ დღეში 1/4 ჭიქა, ჭამის წინ.
უებარია თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.
ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს.
შემდეგი რეცეპტი:
- 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში),
- ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე,
- დადგით 2 საათი გასაცივებლად და შემდეგ გაწურეთ.
დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
Მნიშვნელოვანია იცოდეთ:
- რომ 10-15 ასკილი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას. არ გადააჭაებოთ მითითებულ დროზას, რადგან უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
- ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.
- ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.
- ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
- ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს. თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
- სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ.
- ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
- უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.