ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაარ მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა! მისი დახმარებით შეკრულობის...

არ მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა! მისი დახმარებით შეკრულობის პრობლემა წარსულში მოვიტოვე!

არ მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა! მისი დახმარებით შეკრულობის პრობლემა წარსულში მოვიტოვე!

"ვარ 45 წლის, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ (კუჭის შეკრულობამ), ამასთან ერთად გულიც არ მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი ხოლმე, უმადობაც მჭირდა და საერთოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მქონდა კარგი.

ხალხური მედიცინის წიგნში წავიკითხე, რომ კუჭის შეკრულობის დრო ძალიან კარგია კიტრი. ყოველ დილას ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვთლიდი და ვხეხავდი წვრილ სახეხზე. მიღებულ მასას მივირთმევდი უზმოზე. ასე გავაგრძელე ორი კვირა.

არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერზე მიშველა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილი მომეხსნა, გულიც აღარ მახსენებს ხოლმე თავს ხშირად. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა.

ექიმის კომენტარი: კიტრის ნაყოფი შეიცავს 97% წყალს და უჯრედისს, მცირე რაოდენობით ასკორბინის მჟავას, B1 ვიტამინს, კაროტინს და კალიუმს, კიტრი აღვიძებს მადას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლებს, აუმჯობესებს ცილების, ცხიმების და მინერალური ნივთიერებების ათვისებას. სპაზმური კოლიტების დროს იყენებენ კიტრის პიურეს.

ამ მცენარის საფაღარათო მოქმედება განპირობებულია მასში წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობით. უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. კიტრი ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ცვლის პროდუქტების გამოტანას, რადგანაც ღარიბია აზოტოვანი ნივთიერებებით და მდიდარია წყლით, რომელიც ნელა შეიწოვება და უფრო ჩქარა გამოიყოფა, ვიდრე თავისუფალი სითხე. კალიუმს კი აქვს შარდმდენი მოქმედება და თანაც დადებითად მოქმედებს გულის კუნთის შეკუმშვის ფუნქციაზე. კიტრი კარგი დიეტური საჭმელია. გარდა ამისა, მისი წვენი გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში საცხებისა და ლოსიონების დასამზადებლად"

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!