შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასისხლის შედედების სიმპტომები - ეს უნდა იცოდეთ!

სისხლის შედედების სიმპტომები – ეს უნდა იცოდეთ!

სისხლის შედედების სიმპტომები – ეს უნდა იცოდეთ!

უმეტეს შემთხვევაში, თრომბები დროთა განმავლობაში თავისით იშლება. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ან თუ ის ძალიან დიდია, მაშინ სისხლძარღვი შეიძლება მნიშვნელოვნად შევიწროვდეს ან მთლიანად ჩაიკეტოს და ეს არის პირდაპირი წინაპირობა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების.

არტერიაში სისხლის შედედებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. თუ ეს ხდება ვენაში, შეიძლება იგრძნოთ ტკივილი და შეშუპება. ასევე გამოირჩევა ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ორივე ეს მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ვინ დგას ყველაზე მეტად სისხლის შედედების საფრთხის წინაშე?

თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ სისხლის შედედება, მაშინ თუ ძვალს გაიტეხავთ ან კუნთს ძლიერად დაიჭიმავთ. ასევე, უფრო სავარაუდოა, რომ ჩამოგიყალიბდეთ თრომბი, იმ შემთხვევაში, თუ:

  • იძულებულნი ხართ იჯდეთ მრავალი საათის განმავლობაში (მაგალითად, თვითმფრინავში ან ინვალიდის ეტლში).
  • გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე.
  • გაწუხებთ დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი.

მინდა გაგაცნოთ სიმპტომები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის ამოცნობაში. ესენია:

  • შეშუპება.
  • ტკივილი.
  • სუნთქვის პრობლემები – ეს სერიოზული სიმპტომია, რომელიც შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ფილტვებში ან გულში გაქვთ სისხლის შედედება. თქვენი გული შეიძლება ასევე აჩქარდეს, ზოგჯერ გქონდეთ ოფლიანობა ან სისუსტის შეგრძნება.
  • თავის ტკივილი – ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ თრომბის ლოკალიზაციის ადგილი არის ტვინის რომელიმე ნაწილი.
  • კანის სიწითლე ან სილურჯე (ისე, როგორც ფოტოშია წარმოდგენილი).

თუ ეჭვი გეპარებათ, რომ შესაძლოა გქონდეთ თრომბი, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას.

თრომბი შეიძლება იყოს ფატალური და თქვენ არ იცოდეთ, რომ გაქვთ ის, სანამ სამედიცინო შემოწმებას არ გაივლით. ამიტომ, აუცილებლად ჩაიტარეთ ხოლმე ყოველწლიური გამოკვლევები!

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ წამალი თრომბის დასაშლელად, ან შეიძლება გაგიკეთოთ ოპერაცია პრობლემის გამოსასწორებლად.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულს, რომ არ გამოგეპაროთ ეს სიმპტომები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები