შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაკურკუმა ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა!

კურკუმა ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა!

კურკუმა ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა!

კურკუმა, ან ყვითელი კოჭა (ლათ. Curcuma longa) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ის გამოიყენება როგორც სანელებელი, საღებავი და სამკურნალო მცენარე.

დღეს ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კურკუმა, რომ მიიღოტ ჯანმრთელობის უამრავი სარგებელი!

კურკუმა ინდური კარის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. მას აქვს მრავალი სამკურნალო თვისება: ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, აქვს ჭრილობების სამკურნალო ეფექტი, ათხელებს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

როგორ გამოვიყენოთ კურკუმა ჯანმრთელობი გასაძლიებელად?

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ.კ კურკუმა
  • 1 ს/კ თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ კარაქი
  • მწიკვი შავი პილპილი

მომზადება:

  1. კურკუმა ჩაყარეტ თბილ წყალში, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ.
  2. დაუმატეთ ერთი მწიკვი წიწაკა, რადგან ის ხელს შეუწყობს სუნელის უკეთ მონელებას.

ამ სასმლის დალევა უმჯობესია დილით, უზმოზე.

თბილი წყლის სარგებელი კურკუმით:

უზმოზე უბრალოდ წყლის დალევაც სასარგებლოა, მაგრამ კურკუმას უნიკალურ სამკურნალო თვისებებთან ერთად ეფექტი იზრდება.

  1. ის ხსნის ანთებას და ტკივილს ართრიტისა და ართროზის დროს.
  2. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს დიაბეტის განვითარების შეჩერებას ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში.
  3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სისხლძარღვებში ნადების წარმოქმნას.
  4. ასტიმულირებს ნაღვლის გადინებას.
  5. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას.
  6. ასუფთავებს ღვიძლს ტოქსინებისგან, აღადგენს მის უჯრედებს.
  7. ხელს უწყობს ტვინის აქტივობის გააქტიურებას ხანდაზმულებში.
  8. ის ატუტეებს ორგანიზმს და ტუტე გარემოში, მოგეხსენებათ, პათოგენური მიკროორგანიზმები ვერ ვითარდება.
  9. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.
  10. ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას და წონის დაკლებას.

როგორ მოვამზადოთ „ოქროს რძე“ კურკუმით?

ამ ჯანსაღი სასმელის ყოველ საღამოს დალევა ყველასთვის კარგი იქნება. ამ სასმლის მთავარი ინგრედიენტი კი, რა თქმა უნდა, კურკუმაა.

ინგრედიენტები:

  • 0,25 ჭიქა კურკუმას ფხვნილი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 0,5 ჭიქა გაფილტრული წყალი
  • 1 ჭიქა რძე

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად ურიეთ მუდმივად.

ეს ნარევი შეიძლება ჩაასხათ ქილაში და შეინახოთ მაცივარში – არ არის საჭირო ახლის მომზადება ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ ასეთი რძის დალევას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები