სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ თირკმელებში კენჭები გაქვთ მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ! სამუდამოდ დაივიწყეთ სააფთიაქო...

თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ! სამუდამოდ დაივიწყეთ სააფთიაქო აბები!

თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ! სამუდამოდ დაივიწყეთ სააფთიაქო აბები!

კენჭები თირკმელებში - (თირკმელკენჭოვანი დაავადება - ნეფროლიტიაზი) – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან. ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდედა ფორმის მიხედვითრიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებშ

თირკმელებში კენჭებისა და ქვიშის არსებობისას გამოგადგებათ:

გიგზავნით რეცეპტებს, რომელთა სიკეთე საკუთარ თავზე გამოვცადე.

ეს რეცეპტი დროში გამოცდილია და ბევრი ადამიანი ემადლიერება!

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:

1. 1 ს/კ დანამცეცებულ ფარსმანდუკს (მელისკუდა) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურული 1 საათი. შემდეგ დალიეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

2. 1 ს/კ დანამცეცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 1 საათი. ესეც დალიეთ პირველი ნაყენის მსგავსად.

3. ასევე მოამზადეთ ცალ-ცალკე მარწყვის ფოთლების, შავი მოცხარის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი. 1 ს/კ მოცხარის ნაყოფი და ფოთლები დაჭყლიტეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დადგით თავდახურული 15 წუთით. სამივე ნაყენი ერთმანეთში შეურიეთ და დალიეთ თითო ჭიქა ფარსმანდუკის ნაყენის მიღებისთანავე. დანარჩენი კი მიიღეთ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში.

ასე ვმკურნალობდი ათი დღის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება ორკვირიანი დასვენების შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ერთი კურსიც საკმარისი აღმოჩნდა.

მკურნალობის მესამე დღეს დამეწყო მცირე ზომის კენჭებისა და ქვიშის გამოსვლა შარდთან ერთად. შარდვისას ვგრძნობდი ასატან ტკივილს და წვას. თუ ვინმე გადაწყვეტს ამ რეცეპტების გამოყენებას, მინდა ვურჩიო, რომ დღის განმავლობაში ნაყენების გარდა უნდა დალიოს 2 ლიტრი სითხე.

 ექიმის კომენტარი:

ფარსმანდუკს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყვავისკუდას, ჩიჩქვის ბალახის, კრავისკუდას, მელისკუდას, ქორისკუდას სახელებითაც იცნობენ. ის 120 სმ სიმაღლის სწორღეროიანი, ლანცეტაფოთლიანი, ფარისებრი ყვავილედის მქონე მცენარეა. ყვავილები თეთრია, იშვიათად — ვარდისფერი.

ფარსმანდუკს ხალხურ მედიცინაში საუკუნეების წინაც იყენებდნენ როგორც მადისმომგ- ვრელ, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალებას ბუასილისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. გარდა ამისა, მცენარეს აქვს მცირე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც. ფარსმანდუკი შეიცავს ფლავონოიდებსა და ეთერზეთებს, რაც აჩქარებს ნაღვლის გამოყოფას და დიურეზს (შარდის გამოყოფას).

  • ფარსმანდუკის პრეპარატები გულისცემას გააიშვიათებს..
  • წითელი მოცვის ფოთლები მდიდარია ფლავონოიდებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით.
  • მოცვის ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი მოქმედება. ასევე შარდმდენი, ნაღველმდენი და ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი ეფექტი აქვს მარწყვის ფოთლების ნაყენს.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!