სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაყველაზე ეფექტური საშუალებები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად! ეს უნდა სცადოთ!

ყველაზე ეფექტური საშუალებები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად! ეს უნდა სცადოთ!

ყველაზე ეფექტური საშუალებები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად! ეს უნდა სცადოთ!

კბილის ტკივილი უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რა საკვირველია, ყველაზე მართებული ამ დროს სტომატოლოგთან მისვლაა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში კბილის ტკივილს შეიძლება ხალხური მეთოდებით ვუმკურნალოთ. მე ხშირად მაწუხებდა კბილები, ამიტომ უამრავი ხალხური რეცეპტი მაქვს ჩაწერილი, რომელსაც გაგიზიარებთ.

კბილის ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ის იწყება მაშინ, როდესაც კბილის ცენტრალური ნაწილი დაზიანებულია.

მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ყველაზე ეფექტური საშუალებები, რომელთა გამოყენების შემდეგ გაოცებას ვერ დამალავთ!

ნაცადი საშუალებაა კრაზანას ძლიერი ნაყენი - ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბის, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთშიც ავურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი უნდა იყოს რაც შეიძლება თბილი, ოღონდ არა ცხელი. ივლეთ პირში რაც შეიძლება ხშირად. ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის.

  1. ჩირქგროვის გაწოვაში დაგეხმარებათ შემწვარი ხახვი. მიიდეთ იგი მტკივან კბილზე.
  2. ძალზე უსიამოვნო რამაა პაროდონტოზი. არსებობს უამრავი საშუალება ღრძილების გასამაგრებლად. კარგია, მაგალითად, უმი კარტოფილის მირთმევა.
  3. ღრძილების ტკივილის დროს კარგია მჟავე კომბოსტო. რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ იგი პირში და ღეჭეთ. (კომბოსტო ასევე სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისთვის, ხელს უწყობს წონის დაკლებას).
  4. ფიჭის თაფლი ხალხში უძველესი დროიდან ფასობს - არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის გამო, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც. ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს.
  5. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს. თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10-15 წუთი. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთება 2-3 დღეში გაგივლით.

ჩემს მიერ შემოთავაზებული ყველა ხალხური რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან! ჩემი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!