შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასაოცრად სასარგებლო პროდუქტი! მისი ეფექტურობა დადასტურებულია!

საოცრად სასარგებლო პროდუქტი! მისი ეფექტურობა დადასტურებულია!

საოცრად სასარგებლო პროდუქტი! მისი ეფექტურობა დადასტურებულია!

ვიეტნამის მალამო, რომელსაც ასევე “ოქროს ვარსკვლავს” უწოდებენ, კარგად არის ცნობილი მომხმარებლისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ეს განმაცვიფრებელი ბალზამი ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული და მას ახლაც აქტიურად მოიხმარენ.

ბუნებრივი და ხალხური საშუალებების მიმართ ინტერესის გაზრდის ფონზე, ეს ბალზამი კვლავ პირველ ადგილზეა მისი ეფექტურობისა და გამოყენების სიმარტივის გამო.

ამ საშუალების გამოყენება შეუძლია ოჯახის ყველა წევრს, გარდა ჩვილებისა. აქვს გამოყენების ფართო არეალი და სათანადო მკურნალობით დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

ბევრს მოსწონს მისი სპეციფიკური და მძაფრი სუნი, როგორც ჩანს, მხოლოდ მისი ჩასუნთქვით უკვე შესაძლებელია გაჭედილი ცხვირის „გახსნა“.

პრეპარატის ეს თვისება ემყარება მის გამოყენებას, როგორც ინჰალაციის კომპონენტს გაციების და სხვადასხვა სახის რინიტის სამკურნალოდ.

ოქროს ვარსკვლავი დამზადებულია ნატურალური მცენარეებით – მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი წარმოშობის ეფექტური ზეთები, აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

  • მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების ადგილობრივი გამოყენებით აყუჩებს ტკივილს, რაც გამოწვეულია მისი შემადგენლობით.
  • აქვს  ერთგვარი ყურადღების გადატანის ეფექტი და ტკივილი, დისკომფორტი და ქავილი თანდათან ქრება.
  • ბალზამში შემავალი ზეთების ანტისეპტიკური თვისებები შესანიშნავად მოქმედებს როგორც ინჰალაცია.
  • აქროლადი ნივთიერებები ხვდება ანთების ზონაში და სწრაფად აქრობს მას, არბილებს ლორწოვან გარსებს და ამცირებს მათი შეშუპების რისკს.

ოქროს ვარსკვლავის  ძირითადი შემადგენლობა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • მენთოლი;
  • პიტნის ზეთი;
  • მიხაკის ზეთი;
  • ევკალიპტის ზეთი;
  • დარიჩინის ზეთი;
  • პარაფინი;
  • ფუტკრის ცვილი;
  • ვაზელინის ზეთი;
  • ლანოლინი უწყლო.

ამ ინგრედიენტების კომბინაციით ბალზამი დიდხანს რჩება კანზე და კარგად შეიწოვება.

Შეიძლება ჩაითვალოს, რომ პროდუქტის შემადგენლობა სრულიად ნატურალურია, ტუმცა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რაც საჭიროებს წინასწარ შემოწმებას პრეპარატის პირველად გამოყენებისას.

აუცილებლად მოარიდეთ პატარა ბავშვებს, თვალებში მოხვედრისას აზიანებს და  აწითლებს. იწვევს ალერგიულ რეაქციას და დისკომფორტს. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნივთიერების ინტენსიური ორთქლის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების სპაზმი, რაც სახიფათოა.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები