შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამიიღეთ ამ საშუალების 1 კოვზი ძილის წინ, რათა გაიწმინდოს ნაწლავები და გამოიდევნოს...

მიიღეთ ამ საშუალების 1 კოვზი ძილის წინ, რათა გაიწმინდოს ნაწლავები და გამოიდევნოს ღვიძლიდან ტოქსინები!

მიიღეთ ამ საშუალების 1 კოვზი ძილის წინ, რათა გაიწმინდოს ნაწლავები და გამოიდევნოს ღვიძლიდან ტოქსინები!

ეს საშუალება აუცილებლად მოგეწონებათ!

ნიორი საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია თავისი წარმოუდგენელი სამკურნალო ღირებულებებით. თავისი უნიკალური გემოსა და საკვების გემოს გაზრდის უნარის გამო, ის მრავალი კერძის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ნიორი გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მისი სამკურნალო თვისებებით ის ცნობილია ჯანმრთელობის არა ერთი პრობლემის მოგვარების უნარით.

ნიორი შესანიშნავი წყაროა: ვიტამინების A, C, B-კომპლექსის, ისევე როგორც მინერალების, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, სპილენძი, რკინა, ფოსფორი და მანგანუმი. ის ასევე გაჯერებულია ამინომჟავებითა, ეთერზეთებით და გლიკოზიდებით.

გასაოცარი ფაქტია ისიც, რომ ნიორი შეიცავს 12-ზე მეტ ანტიოქსიდანტს. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ნიორი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სუპერპროდუქტიდან, რომელიც არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს მოხარშვის დროსაც კი.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

ნიორი პოპულარულია ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტით და ბაქტერიების, ვირუსების, საფუარების, სოკოების და ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის უნარით. ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება. ასევე დატვირთულია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების განეიტრალება.

მისი წარმოუდგენელი სამკურნალო უნარის ასათვისებლად, მიირთვით დღეში 2-3 კბილი ნიორი!

  1. ანტიკოაგულანტი: მისი ბუნებრივი და ეფექტური სისხლის გამათხელებელი თვისებების გამო, ნიორი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ასპირინის მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია საოცარი შედეგების მოტანა თრომბოზის წინააღმდეგ (თრომბებით სისხლის ნაკადის დაბლოკვა).
  2. გაციება: 1-2 კბილი ნივრის ჭამამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ გაციება. ხოლო ვინც უკვე გაციებულია, მათთვის რეკომენდებულია ნივრის რეგულარული მიღება. ის ნამდვილად გაციების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. მან შეიძლება შეამსუბუქოს შეშუპება და დააჩქაროს ძალების აღდგენა.
  3. ქოლესტერინი: ნივრის წვენს შეუძლია შეამციროს გულის დაავადების რისკი სისხლში ქოლესტერინის დაჟანგვის შემცირებით და არტერიებში ნადების დაგროვებით.
  4. შაქრიანი დიაბეტი: სისხლში შაქრის შესამცირებლად მიირთვით დღეში ერთი კბილი ნიორი.
  5. ენცეფალიტი: მაღალი დოზებით მოხმარებული ნიორი მკურნალობს ენცეფალიტს. თუმცა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და წაიკითხეთ გამაფრთხილებელი შენიშვნა ქვემოთ!
  6. ჰიპერტენზია: მას აქვს არტერიული ნადების გაწმენდის უნარი, რაც თავის მხრივ ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. არტერიული ნადების გაწმენდა ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
  7. პეპტიური წყლული: მას შეუძლია ებრძოლოს კუჭის ბაქტერიულ პარაზიტს, რომელიც იწვევს პეპტიურ წყლულს.
  8. ტოქსიკურობა: ნიორი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის დეტოქსიკაცია ტოქსინების, ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალებისგან.
  9. გაზები: კუჭიდან გაზების მოსახსნელად მიიღეთ მცირე რაოდენობით ნიორი.

მოხმარების რჩევები:

უმი ნიორი არ არის ადვილი საჭმელად, საჭიროა მის გემოვნურ თვისებებთან შეგუება. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენთვის შეეცადეთ შეიტანოთ ის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

ახლა კი ნამდვილად გასაოცარ რეცეპტს გასწავლით:

ეს უნდა გააკეთოთ ლანჩიდან ნახევარი საათის შემდეგ. წვრილად დაჭერით 2 კბილი ნიორი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ნივრის დაჭრა ათავისუფლებს ფერმენტ ალიინაზას. დაჭრილი ნიორი უნდა მოაგროვოთ კოვზში, მიირთვი და დააყოლეთ წყალი. ხოლო თუ გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა უმი თაფლიც. ძილის დროს ნიორი და თაფლი მთელ თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ამოძრავებს. ეს ანეიტრალებს ყველა მავნე ბაქტერიას, ტოქსინებს, ვირუსებს, სოკოებს და უცხო ქიმიკატებს.

შენიშვნა: ცნობილია, რომ ნიორი საკმაოდ ძლიერი სამკურნალო საშუალებაა. ეს კი ნიშნავს, იმას რომ დღეში 1-2 კბილი საკმარისია იმისათვის, რომ მიიღოთ ჯანმრთელობის ყველა სარგებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტა მეტი რაოდენობით მხოლოდ კულინარიაში.

ის ფაქტი, რომ ნიორს აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი, მეტყველებს იმაზე, რომ არ უნდა იქნას მიღებული სხვა კოაგულანტებთან ერთად.

აუცილებლად გამოიყენეთ ნიორი ზომიერად. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივრის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ანემია, ჭარბი გაზები, ასთმა, დიარეა და წონის კლება.

ნიორი სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ უმ ნიორს, არ მიირთვათ იგი ცარიელ კუჭზე!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები