შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი, რომელიც ასეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?!

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი, რომელიც ასეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?!

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი, რომელიც ასეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?!

ამ საოცარ სითხეს საპატიო ადგილი უჭირავს როგორც საოჯახო აფთიაქში, ასევე ხალხურ მედიცინაში. ჩვენი წინაპრები მას თითქმის პანაცეად მიიჩნევდნენ. ვაშლის ძმარი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ.

მომზადების წესი:

ამისათვის ვაშლი კანიანად მსხვილ ლებნებად უნდა დაჭრათ, გარკვეული ხნით გააჩეროთ იმისათვის, რომ გამუქდეს (გაშავდეს ჰაერზე). ამის შემდეგ მიღებული მასისგან წვენი უნდა გამოწუროთ, ჩაასხათ კერამიკულ ან მინის ჭურჭელში და თავზე რეზინის ბალონი ჩამოაცვათ (რომელსაც ფერმენტაციის შესაბამისად წელვადობა შეეძლება).

წვენით სავსე ჭურჭელი თბილ ადგილას (25- 26°C ტემპერატურის პირობებში) უნდა მოათავსოთ. ფერმენტაციის პერიოდი შესაძლოა 1-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ ეს ალკოჰოლური სითხე მომინანქრებულ ჯამში უნდა გადაასხათ, ნაჭერი დააფაროთ და მეორეული ფერმენტაციისათვის გააჩეროთ. ამ პერიოდში სასურველია ძმრის „დედა“ (ბაქტერიებისგან შემდგარი ერთგვარი აპკი) დაამატოთ. სითხე ე.წ. „დედის“ გარეშეც დაძმარდება, უბრალოდ, პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

სამკურნალო თვისებები:

ძმრის წყალხსნარი (აუცილებლად თბილ წყალში) წარმატებით გამოიყენება ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს ყელში გამოსავლებად. ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით, მდიდარია აგრეთვე B, ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიების (სისხლნაკლებობის) დროს.

სასარგებლოა ართრიტების, ასთმისა და შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას (პექტინები ხელს უშლიან ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტაკაროტინთან ერთად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს).

მზით დამწვარი უბნები სასურველია ძმრის წყალხსნარით დაიზილოთ. ვაშლის ძმარში შემავალი ბორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კალციუმის მეტაბოლიზმში, ამიტომაც ეს სითხე რეკომენდებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის და დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა ჯანმრთელობისათვის.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვაშლის ძმრის pH ძალიან ახლოსაა ადამიანის კანის pH-თან, ამიტომაც ის თამამად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ძმრის ხსნარით სახის გაწმენდა კარგ ეფექტს იძლევა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის (კანი რბილი და ნაზი ხდება).

ვაშლის ძმრის სუსტი ხსნარის გამოვლება ამაგრებს ღრძილებს და ხელს უწყობს კბილებზე არსებული ნადების გახსნას. აბაზანები ტვინისთვის და ძალ-ღონის აღსადგენადასეთი აბაზანა განსაკუთრებით ახალგაზრდა, გონებრივად მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები