იცით, როგორ უნდა დავწიოთ მაღალი ტემპერატურა აბების გარეშე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ მიანიშნებს დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივმა ვირუსულმა ინფექციამ, რომელიც არცთუ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა, შესაძლოა, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებაც კი გამოიწვიოს, ხოლო მართლაც მძიმე ინფექციების დროს, განსაკუთრებით – ჩვილებთან, ტემპერატურა შესაძლოა არათუ მომატებული, არამედ დაქვეითებულიც კი იყოს და თერმომეტრი 36.1 გრადუსზე ნაკლებს აჩვენებდეს.
ხშირ შემთხვევაში სიცხის დამწევი ნატურალური საშუალებები მედიკამენტურზე ბევრად ეფექტურია.
ორგანიზმის ტემპერატურული რეაქცია ერთ-ერთი დამცველობითი მექანიზმია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის მასში მიმდინარე ანთებით თუ სხვა სახის პროცესებს. აქედან გამომდინარე, ტემპერატურული რეაქციის შესუსტება-შენელება, მისი დათრგუნვა (ანუ სიცხის ხელოვნურად სხვადასხვა მედიკამენტით დაწევა) ხშირ შემთხვევაში ორგანიზმისთვის მავნებელია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ: 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება საგანგაშოდ არ უნდა მივიჩნიოთ და სასურველია მის დაწევაში ხელოვნურად არ ჩავერიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.
ცხელებას, საზოგადოდ, უმჯობესია ნატურალური სიცხის დამწევი (ანტიპირეზული) საშუალებებით ვებრძოლოთ. ამ საშუალებებს შორისაა სხვადასხვა მცენარის ნაყოფი, კვირტი, ფოთოლი, ყვავილი და სხვ.
კერძოდ, სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული:
- ჟოლოს,
- მარწყვის,
- ალუბლის,
- წითელი და შავი მოცხარის,
- ქლიავისა და ფორთოხლის ნაყოფს.
ჩამოთვლილი ნაყოფი თუ კენკრა შეიცავს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ ნივთიერებებს. შესაბამისად, უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური მედიკამენტები!
მითითებული ხილი თუ კენკრა ნებისმიერი სახით შეიძლება გამოიყენოთ, ნატურალურად ან მურაბის სახით.
მურაბა შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ. სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა შემდეგი მცენარეებიც კვირტები, გულყვითელა და ცაცხვის ყვავილი. ყველა მათგანს იმავდროულად ოფლმდენი თავშავა, არყის ეფექტიც აქვს. აღნიშნულ მცენარეთა გამოყენებისას უმჯობესია მოამზადოთ მათი ნაყენი.
მომზადება:
ამისათვის 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ.
გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტი აქვს თაფლსაც. ბუნების ეს საოცრება იმავდროულად აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. მოამზადეთ დღესვე და მერწუნეთ არასდროს ინანებთ მის გამოყენებას!
გისურვებთ ჯანმრთელობას!