შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბატის ცხიმი ნამდვილი საგანძურია: აი, რა დაავადებების განკურნება შეუძლია!

ბატის ცხიმი ნამდვილი საგანძურია: აი, რა დაავადებების განკურნება შეუძლია!

ბატის ცხიმი ნამდვილი საგანძურია: აი, რა დაავადებების განკურნება შეუძლია!

ბატის ცხიმი არის წამალი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც ბრონქიტის, ქრონიკული ხველის და სხვა რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ.

შეგიძლიათ იპოვოთ ბაზარში ან მოძებნოთ სოფლის ოჯახში, როგორც მზა პროდუქტი ქილაში.

როგორ უნდა მივიღოთ ბატის ცხიმი?

დაახლოებით 300 გრამი ბატის ცხიმი დავჭრათ კუბიკებად და ნელ-ნელა, ზომიერ ტემპერატურაზე გავადნოთ თასში, ხშირად ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა მთლიანად გადნება, გადაწურეთ საწურში და ჩაასხით ქილაში. გაცივებული ცხიმი შეინახეთ მაცივარში დახურულ კონტეინერში.

გამოყენებამდე ქილა გამოიღეთ მაცივრიდან ოთახის ტემპერატურაზე რომ გადნეს.

ბატის ცხიმი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზით:

1. როგორც კომპრესი ხველის დროს

ბატის ცხიმი წაისვით გულმკერდის ადგილზე, შემდეგ ზემოდან დააფარეთ მარლა ან ბამბის ქსოვილი, ბოლოს კი შეიხვიეთ თბილი შალით, ასე გაიჩერეთ დაახლოებით 2 საათი. უმჯობესი იქნება თუ ამ პროცედურას გაიმეორებთ მთელი დღის განმავლობაში სამჯერ. დილით, შუადღით და საღამოს ძილის წინ. კომპრესის წასმიდან ადამიანმა უნდა დაისვენოს მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, ხოლო საღამოს კომპრესით უნდა დაიძინოს მთელი ღამე.

2. როგორც რძის დანამატი 

ეს წამალი უნდა მიიღოთ: ბავშვბმა ერთი პატარა კოვზი, ხოლო მოზრდილებმა ერთი სუპის კოვზი წამალი. უკეთესი გემოს მისაღებად, ბატის ცხიმს დაუმატეთ იგივე რაოდენობის თაფლი და შემდეგ ჩაასხით რძეში. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა როდესაც სასმელს დალევთ დღეში 2-3-ჯერ მაინც, მინიმალური ინტერვალით 4-5 საათის განმავლობაში.

ეს ბუნებრივი თერაპია უნდა იქნას გამოყენებული მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები მთლიანად არ გაქრება.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები