შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაჰიპერტონია: როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს აბების გარეშე? სწრაფი და ეფექტური გზა!

ჰიპერტონია: როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს აბების გარეშე? სწრაფი და ეფექტური გზა!

ჰიპერტონია: როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს აბების გარეშე? სწრაფი და ეფექტური გზა!

ჰიპერტონია – არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მომატება – ანუ ხშირი ჰიპერტენზია. ამასთან, ეს ტერმინი მოიცავს საერთო ტონუსის, მათ შორის გულის კუნთის ტონუსის მატებას.

ჰიპერტონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არტერიული წნევის მატება რეგულარულია.

როგორც წესი, ამ დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა. ჰიპერტონიის შედარებით გართულებულ შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ტაქიკარდია,  გულის რითმის პერიოდული დარღვევები.

გაგიზიარებთ რეცეპტებს, რომელთაც წარმატებით გამოიყენებენ ჰიპერტონიკები.

რეცეპტები და მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის შავბალახა, ბერულა, კუნელის ყვავილი, ფითრი, 4 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დატოვეთ დილამდე. დილით გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე.წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მიაყოლეთ თაფლი.

ეს საშუალებები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოთ, უმჯობესია მონაცვლეობით: ერთ კვირას — ერთი, მეორე კვირას — მეორე.

აიღეთ 100 გრამი ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და 10 წუთს გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ნახარში გადაასხით, ქიშმიში კი კარგად გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე ჩაის ჭიქით.

ქიშმიშის ნახარში ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს მათ ელასტიკურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

მისი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა სულმთლად გათავისუფლდეთ წნევის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.

თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები, მოამზადეთ დღესვე და საბოლოო შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა! რაც მთავარია ყველაფერს აკეთებთ სახლში, მარტივად და იაფად!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები