სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაის რასაც არავინ გეტყვით კოწახურზე! გახდი საკუთარი თავის მკურნალი!

ის რასაც არავინ გეტყვით კოწახურზე! გახდი საკუთარი თავის მკურნალი!

ის რასაც არავინ გეტყვით კოწახურზე! გახდი საკუთარი თავის მკურნალი!

  • კოწახური შეიცავს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც ეწინააღმდეგება უჯრედზე ბაქტერიის მავნე ზემოქმედებას და ამით ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.
  • ბერბერინი ასევე ხელს უშლის ორგანიზმში მავნე სოკოების, ბაქტერიების, და მიკრო ორგანიზმების ზრდას.
  • არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • კოწახური იწვევს ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მისი ამპლიტუდის შემცირებას. ამიტომ გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია) აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებით პროცესებს.
  • კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ასევე საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს.
  • კოწახური აფართოებს სისხლძარღვებს, ამით მცირდება პერიფერიული წინაღობა და არტერიული წნევა დაბლა იწევს.
  • მასში შემავალი ალკალოიდები ანადგურებენ ტოქსინებს, და ეხმარებიან ორგანიზმს ცხიმის წვასა და წონის კლებაში.
  • კოწახური შეიცავს ლიმონმჟვასა და ვაშლის მჟავას, ამის გამო გააჩნია ანთების და ცხელების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • კოწახურის ნაყოფი ნეირონში ნერვული აღგზნების წარმოქმნის დროს ნეირონის დეპოლარიზაციისას ხსნის კალიუმის არხს რაც ასტიმულირებს ნერვული იმპულსის წარმოქმნასა და გადაცემას სხვა ნეირონზე.
  • კოწახურის შემადგენლობაში შესული ერთ-ერთი ალკალოიდი ბერბამინი ეწინააღმდეგება კალიუმისა და ნატრიუმის გადატვირთვას, რაც ხელს უშლის პარკუჭოვან ფიბრილაციას.

კოწახურის დღიური ნორმა შეადგენს 1 სუფრის კოვზს.

კოწახურის საერთო თვისებები:

  1. გამოიყენება ნაღვლი ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია);
  2. აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებით მოვლენებს;
  3. გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების სამკურალოდ;
  4. გამოიყენება, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ;
  5. იყენებენ ელენთის გადიდების საწინააღმდეგოდ;
  6. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები;
  7. გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება;
  8. გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ;
  9. იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას;
  10. ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, ამაგრებს გულის კუნთს, დაბლა სწევს სისხლის წნევას;
  11. გამოიყენება სიცხის დამწევ საშუალებად;
  12. გამოიყენება C-ავიტამინოზის სამკურნალოდ;
  13. გამოიყენება ღვიძლის და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ:
  14. გამოიყენება რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს;
  15. გამოიყენება თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების სამკურნალოდ;
  16. გამოიყენება კუჭის დაავადებების (კუჭის სპაზმების, ფაღარათის) სამკურნალოდ;
  17. გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები;

კოწახურის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება:

  1. აიღეთ კოწახურის მშრალი ნაყოფი 1 სუფრის კოვზი,
  2. დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში,
  3. შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
  4. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  5. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ნაყოფი აუცილებლად შეჭამეთ.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!