უნიკალური საშუალება სისხლძარღვებისთვის გარანტირებული შედეგით!
სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც - ღრმად. ფორმითა და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.
არტერიები
არტერიებს უჯრედებამდე მიაქვს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. მათი კედლები შედგება შიგნითა - ენდოთელური, შუა - კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა - შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან. მსხვილი არტერიების შუა გარსში ჭარბობს ელასტიკური ქსოვილი, წვრილისაში - კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა კი უფრო კუნთების ტონუსზე.
კაპილარები
კაპილარები ვენების და არტერიების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც სავსეა მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან აკრავს კუმშვადი უჯრედები. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მოსვენებულ მდგომარეობაში კაპილარების მხოლოდ 1/4 მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.
ვენები
ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან. მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ — ქვემოთასი თუ ზემოთაში, ვინაიდან ამ 2 ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან განსხვავდება.
სისხლძარღვებზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ხშირად, სწორედ აქ გროვდება მავნე ნივთიერებები, რაც თავის მხრივ უამრავი დაავადების, მათ შორის ვარიკოზის, ათეროსკლეროზის და მაღალი წნევის გამომწვევია.
ჩვენ გთავაზობთ იდეალურ საშუალებას. სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით!
სისხლძარღვების გასასუფთავებელი საშუალება:
საჭირო ინგრედიენტები:
- 100 გრ კამის თესლი
- 2 ს.კ ვალერიანის დაფქვილი ფესვები
- 2 ლ ადუღებული წყალი
- 2 ს.კ თაფლი
მომზადება:
- აურიეთ ვალერიანის ფესვები და კამის თესლი და დაუმატეთ ადუღებული წყალი.
- როდესაც ნაყენი გაგრილდება 40 გრადუსამდე, დაუმატეთ 2 ს.კ თაფლი.
- გადაიტანეთ მიღებული სითხე მინის ქილაში და გააჩერეთ 1 დღის განმავლობაში.
მიღების წესი:
მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობას შეადგენს 20 დღე, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და კვლავ გაიმეორეთ. ეს რეცეპტი ვინც კი გამოიყენა ყველა კმაყოფილი და მადლიერია. მასში არსებული ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური ძალიან სასრგებლო ჯანმრთელობისთვის.
თუ მოგეწონათ ეს მართლაც გასაოცარი რეცეპტი, რომელსაც ნადვილად კარგი შედეგები აქვს, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!
ჯანმრთელობას გისურვებთ!