შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამენოპაუზის სამართავად ხალხური მედიცინა ამ შესანიშნავი მცენარის ნაყენს გვირჩევს!

მენოპაუზის სამართავად ხალხური მედიცინა ამ შესანიშნავი მცენარის ნაყენს გვირჩევს!

მენოპაუზის სამართავად ხალხური მედიცინა ამ შესანიშნავი მცენარის ნაყენს გვირჩევს!

ხალხური მედიცინა მენოპაუზის შესამსუბუქებლად არაჩვეულებრივ საშუალებებს ფლობს!

მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაში გვირილის ნაყენი დაგეხმარებათ:

1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ ციკლებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ძლიერი სისხლდენების დროს მშველოდა ჩვეულებრივი ღოლო:

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხუჯის ფესვიც:

ძალიან წვრილად უნდა დააქუცმაცოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლოთ თაფლიანი წყალი (1 ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

გულისმხრივ მოვლენებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი.

ცნობილია, რომ მენოპაუზასთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, არაფრის არ უნდა გეშინოდეს.

ამასთანავე, რეგულარულად მიიღეთ სოფლის კვერცხის ნაჭუჭი: გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, კარგად რომ გაშრება, მოაცალეთ აპკი, კარგად დაფქვით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ დანის წვერით. მიღებამდე დააწვეთეთ 1 წვეთი ლიმონი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები