პარასკევი, დეკემბერი 6, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაამ მეთოდის გამოყენებით დილით ძალით და ენერგიით სავსე ვარ!

ამ მეთოდის გამოყენებით დილით ძალით და ენერგიით სავსე ვარ!

ამ მეთოდის გამოყენებით დილით ძალით და ენერგიით სავსე ვარ!

იცოდით, რომ ადამიანის იმუნიტეტი დამოკიდებულია ლიმფურ სისტემაზე? იმუნიტეტი კი აუცილებელია არსებობისთვის.

ლიმფა ამდიდრებს ქსოვილის სითხეს იმუნური უჯრედებით და ამარაგებს მათ სასარგებლო ნივთიერებებით, მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და ნარჩენები. ლიმფა არის უჯრედშორისი სითხე, რომელიც მუდმივად ცირკულირებს. შემადგენლობით ის ძალიან ჰგავს სისხლს და შეიცავს სისხლის ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტს, რომელიც გადის სისხლძარღვების კედლებში.

მაგრამ, თუ ეს სასიცოცხლო სისტემა ტოქსინებით დაიხურება, ეს პირდაპირ აისახება ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

  • იმუნიტეტი იწყებს შესუსტებას, ჩნდება სისუსტე, ძალების დაკარგვა.
  • კანიც იწყებს რეაქციას: ჩნდება შეშუპება, ცხიმოვანი დეპოზიტები, აკნე, ცელულიტი უფრო გამოხატულია.
  • მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული სინუსიტი, ეგზემა, ართრიტი, რესპირატორული ინფექციები და მრავალი სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა.

ამ უარყოფითი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად, ლიმფის გაწმენდა შესაძლებელია. ლიმფური სისტემის ტოქსინებისგან გაწმენდის სამედიცინო მეთოდების დიდი რაოდენობა არსებობს, თუმცა არანაკლებ ეფექტური იქნება მისი გაწმენდა ხალხური საშუალებებით.

გთავაზომთ დეტოქსიკაციის რამდენიმე მეთოდს, რომლებიც კომპლექსურად მოქმედებით, ხელს შეუწყობს ლიმფის დინების გაუმჯობესებას.

  1. დალიე მეტი წყალი. საკმარისი სითხის გარეშე, ტოქსინების გამოდევნა ნელდება. მავნე ნივთიერებები გროვდება, იწამლება ორგანიზმი. საუკეთესო შედეგისთვის წყალს დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი.
  2. მიირთვით უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. ბოსტნეულში შემავალი ქლოროფილი შესანიშნავად ასუფთავებს ლიმფას და სისხლს. ხოლო ხილში ნაპოვნი მჟავები და ფერმენტები ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის დაწყებას დილით.
  3. საუნაში რეგულარული ვიზიტი ლიმფური სისტემის გასაწმენდად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა. საჭიროა სააბაზანოში ვიზიტი კვირაში 2-3-ჯერ 20 დღის განმავლობაში. პარალელურად, უნდა დალიოთ მეტი წყალი და წვენები, ციტრუსები, რათა აინაზღაუროთ წყლის დაკარგვა.
  4. ცივი და ცხელი შხაპი. ცივი წყალი ასტიმულირებს სხეულის თითქმის ყველა სისტემის მუშაობას!
  5. ასევე, სამკურნალო ბალახების გამოყენება შესაძლებელია ლიმფის გასაწმენდად, ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია ექინაცეა.
    ითვლება, რომ ექინაცეა აძლიერებს იმუნიტეტს და ინარჩუნებს ლიმფური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ეს მცენარე გამოიყენება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად. 

ექინაცეასგან მზადდება სხვადასხვა წამალი. აფთიაქებში შეგიძლიათ იპოვოთ მისი ნაყენი, ასევე, მცენარეული ჩაი ექინაცეასთან ერთად, ექინაცეას ექსტრაქტი და ზეთი, ექინაცეას ტაბლეტები.

2019 წელს ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აბუსალათინის ლოსიონების გამოყენება იწვევს T-11 ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. და ეს უჯრედები ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის მაჩვენებელია.

ამიტომ, აბუსალათინის ზეთის კომპრესები კიდევ ერთი ეფექტური საშინაო საშუალებაა ლიმფის გასაწმენდად.

აბუსალათინის ზეთის კომპრესები

მის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

  • მარლის ნაჭერი
  • 150 მლ აბუსალათინის ზეთი
  • ძველი პირსახოცი
  • მინის ქილა (კომპრესის შესანახად)

მომზადება და გამოყენება:

კომპრესისთვის მარლის ნაჭერი გადაკეცეთ სამჯერ და შემდეგ დაასველეთ ოდნავ შეცხელებულ აბუსალათინის ზეთში. შემდეგ კომპრესი დაიდეთ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას. შეიხვიეთ ჩვეულებრივი ცელოფნით და ზემოდან დაადეთ ბოთლში ცასხმული ცხელი წყალი. ასეთმდგომარეობაში იწექით ლოგინში დაახლოებით ერთი საათის მანძილზე. პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ სახვევი და მოათავსეთ მინის ილაში, შემდეგკი შეინახეთ გრილ ადგილას. ბუნებრივი საპონი ან შხაპის გელი დაგეხმარებათ კანიდან ცხიმის ნარჩენების მოცილებაში. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში 4 დღე ერთი თვის განმავლობაში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!