ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!

დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!

დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!

შეიძლება ბევრს არ სმენია გირჩის ჯემის შესახებ. გარდა საინტერესო გემოსა და არომატისა, ეს ჯემი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ფიჭვი საქართველოში იზრდება თითქმის ყველგან და გვხვდება დიდი რაოდენობით.

ფიჭვის გირჩის შეგროვებისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი. ნაყოფი უნდა იყოს მწვანე, საშუალო ზომის, სასურველია 3 სმ -მდე და უნდა შეაგროვოთ გაზაფხულზე.

შეგროვების დრო

გირჩები გროვდება გაზაფხულზე, მაისში, როგორც წესი, მათი შეგროვება  შესაძლებელია იასამნის ყვავილობისას. მაისის მწვანე კვირტი საუკეთესოა მურაბის მოსამზადებლად.

ჯემს აქვს ტკბილი გემო ცოტაოდენი ფიჭვის არომატით.

მურაბის სამკურნალო ეფექტი აიხსნება ამ წიწვოვანი ხის ქიმიური შემადგენლობით. ფიტონციდებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობა წარმოადგენს მას ძლიერ ანტივირუსულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად.

სასარგებლო ნუგბარს წარმატებით იყენებენ სასუნთქი სისტემის მრავალი დაავადების სამკურნალოდ, ვინაიდან გააჩნია ოფლმდენი, იმუნომოდულატორული და ამოსახველებელი მოქმედება. განსაკუთრებით კარგად ემორჩილება მკურნალობას მშრალი ხველა. აგრეთვე, მას სიამოვნებით მიირთმევენ ბავშვები.

ფიჭვის მურაბა სასარგებლოა კუჭის პრობლემების დროს. მას იყენებენ როგორც ნატურალურ ნაღველმდენ საშუალებას.

ფიჭვის ჯემის რეცეპტი: 

  • შაქარი 2 კგ (დაახლოებით);
  • წყალი 3 ლიტრი;
  • ფიჭვის გირჩები 1.5 კგ.

მომზადება:

  1. კარგად გარეცხე ფიჭვის გირჩები.
  2. ჩაყარეთ თასში და შემდეგ დაასხით წყალი.
  3. ადუღეთ წყალში 40 წუთის განმავლობაში.
  4. დატოვეთ მოხარშული გირჩები ქვაბში ღამით (12 საათი).
  5. გაფილტრეთ ნახარში.
  6. გადაიტანეთ იგი სუფთა ქვაბში და შემდეგ დაამატეთ შაქარი.
  7. ადუღეთ გაფილტრული ნახარში დაბალ ცეცხლზე საათნახევრის განმავლობაში, შიგადაშიგ აურიეთ კოვზით.
  8. მოხარშვის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 20 წუთი.
  9. ქილაში გადატანამდე და მოხუფვამდე გაასტერილეთ ქილები.

მზა მურაბა მიითვით დღეში 2 ჯერ 1 სუფრის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ კიდევ ერთი თვე.

მერწუმენთ, შედეგი იმდენად ეფექტური იქნება, გაოცებას ვერ დამალავთ...

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!