სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადალიეთ ეს სასმელი და მოიშორეთ წყლულები, გასტრიტი, დიაბეტი, ბუასილი, ცისტიტი და მრავალი...

დალიეთ ეს სასმელი და მოიშორეთ წყლულები, გასტრიტი, დიაბეტი, ბუასილი, ცისტიტი და მრავალი სხვა… იხილეთ უმარტივესი რეცეპტი!

დალიეთ ეს სასმელი და მოიშორეთ წყლულები, გასტრიტი, დიაბეტი, ბუასილი, ცისტიტი და მრავალი სხვა... იხილეთ უმარტივესი რეცეპტი!

სამკურნალო სასმელი 1 ინგრედიენტისგან შედგება, მაგრამ ორგანიზმზე მისი ზემოქმედების გადაჭარბება შეუძლებელია!

ამ სასმელს მრავალი სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის, ასევე ხელს უწყობს სწორი წონის შენარჩუნებას და დიდ გავლენას ახდენს კანის სრულყოფაზე

სელის თესლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის ვიტამინებს, მინერალებს და ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს და ბოჭკოებს, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მუშაობას.

სელის თესლი ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში შაქარს და არეგულირებს მადასაც.

ეს თესლი ორგანიზმში მავნე ნივთიერებებს შთანთქავს, ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე ამარაგებს ორგანიზმს ლეციტინით, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც სელის თესლი შეიცავს, ააქტიურებს ორგანიზმში საოფლე ჯირკვლებს, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის დნობას და, შესაბამისად, იდეალურია წონის დაკლებისთვისაც.

გარდა ზედმეტი კილოგრამების დაკარგვისა, ის ასევე შესანიშნავია სხეულის სასურველი წონის შესანარჩუნებლად.

ამ ნატურალურ სასმელს ბევრი დიეტოლოგი გირჩევთ გასტრიტის, კუჭის წყლულის, ქრონიკული ყაბზობისა და ბუასილის სამკურნალოდ. ის ასევე გვეხმარება ცისტიტისა და პიელონეფრიტის მკურნალობაში.

სელის თესლისგან სამკურნალო სასმელის მომზადება:

ძილის წინ 3 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. უმჯობესია გამოიყენოთ თერმოსი.

ამ სასმელიდან რეკომენდებულია დღეში 3-4-ჯერ მიღება, დაახლოებით 150 მლ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასმელი უნდა მომზადდეს ყოველდღე ახალი.

სელის თესლის სასმელი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 10 დღიანი შესვენება და სასურველი შედეგის მისაღწევად კურსი კვლავ გაიმეორეთ. ეს საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი წონა და რაც მთავარია დაიკლოთ წონაში ჯანსაღი და უსაფრთხო გზით.

ეფექტები ინდივიდუალურია, მაგრამ სხეულის წონის სასურველამდე დასაყვანად საჭიროა მკურნალობის 3-5 კურსი, ასევე საჭიროა სწორი კვება და ჯანსაღ საკვებთან ერთად.

ეს სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმისა და ვახშმის ნაცვლადაც. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ სასმელში თაფლიც კი დაამატოთ.

რეგულარული მოხმარებით შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს კანში, რომელიც გახდება უფრო ჯანსაღი, გლუვი და ელასტიური.

სელის ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, არსებობს უკუჩვენებები. არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე ადამიანებისთვის. თუმცა მდგომარეობა თუ არ არის სერიოზული, ეს საშუალება შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ უფრო მცირე რაოდენობით.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სელის დახმარებით თირკმელებიდან მცირე ზომის კენჭები აქტიურად გამოიდევნება და ეს პროცესი უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ,ეს ყველაფერი კი სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!