კვირა, აპრილი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასახლში მომზადებული ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ზამთარის პერიოდში ყველას ოჯახში უნდა ინახებოდეს!

სახლში მომზადებული ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ზამთარის პერიოდში ყველას ოჯახში უნდა ინახებოდეს!

სახლში მომზადებული ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ზამთარის პერიოდში ყველას ოჯახში უნდა ინახებოდეს!

Სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და დაცვის საუკეთესო საშუალება ძლიერი იმუნური სისტემაა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, მიირთვით ჯანსაღი საკვები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი საშუალება – ეს ხელნაკეთი ბუნებრივი სასმელი, როემლიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები:

  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
  • ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 ახალი წიწაკა
  • ¼ ჭიქა გახეხილი კოჭა
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა

მომზადება: 

  1. ვაშლის ძმრის გარდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში და აურიეთ ყველაფერი.
  2. კარგად აურიეთ და მოათავსეთ მინის ქილაში.
  3. ნარევს დაასხით ძმარი.
  4. ახლა, ძალიან მჭიდროდ დააფარეთ და შეანჯღრიეთ ქილა, რომ კარგად შეერიოს ინგრედიენტები ერთმანეთს.
  5. უმჯობესია, თუ ნარევის 2/3 გადაიტანთ ქილაში, დანარჩენს კი ვაშლის ძმრით შეავსებთ.
  6. ქილა უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში.
  7. 2 კვირის შემდეგ ნაზავი უნდა გაწუროთ მარლის დახმარებით.

ამ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკის ერთი სუფრის კოვზი საკმარისზე მეტია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ის ძალიან ცხარე სასმელია.

ნიორი შეიცავს ცილებს, რომლებიც ორგანიზმს ზოგად გამძლეობას მატებენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ამიტომაც ითვლება ეს მცენარე იმუნიტეტის გამაძლიერებლად. ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა და მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს. ამცირებს სისხლშ ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა.

ხახვი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები მსოფლიოში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით დიეტურ ბოჭკოვან ვიტამინებს და მაგნიუმს. მისი სასარგებლო თვისებების შედარება არ შეიძლება სხვა ნებისმიერ ბოსტნეულთან.

კოჭას როგორც ნედლი ასევე დაფქული სახით იყენებენ გაცივების საწინააღმდეგოდ. მას აქვს ძლიერი ანტი ბაქტერიული მოქმედება. ნაწლავური ინფექციების და მოწამვლის დროს არის ძალიან ეფექტური საშუალება. ჩინელი ექიმები დიდი ხანია იყენებენ მას მედიცინაში და პაციენტებს ურჩევენ მის გამოყენებას ნიორთან ერთად, რადგან ისინი აძლიერებენ ერთმანეთის სამკურნალო ზემოქმედებას ორგანიზმზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების დროს სისხლში იკლებს ქოლესტერინის დონე. ასევე საცდელ ცხოველებზე დაკვირვების დროს აღმოჩნდა, რომ ანთებითი პროცესების დროს როგორიც არის ფილტვების ანთება კოჭას მიღების დროს ანთებითი პროცესები ქრებოდა.

Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !

aviabiletebi avia.ge