აღმოჩნდა, რომ მანდარინის კანი ეფექტურია ქოლესტერინისა და შაქრის დონის შესამცირებალად! - აი რეცეპტიც.
მანდარინის არომატული ცედრა ეფექტურად გამოიყენება:
- ქოლესტერინისა და შაქრის დონის შესამცირებლად,
- კუჭის წყლულის სამკურნალოდ,
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას,
- უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
მანდარინის კანის ჩაი ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა
მისი წყალობით გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას. ჩაი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ამ გზით, ხელს უწყობს კუჭის პრობლემების მოგვარებას.
გაციება და სურდო
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩაი გაციებისა და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით ეფექტურია მუდმივი ხველისა და ლორწოს აღმოსაფხვრელად.
ართრიტი და შეშუპება
მანდარინის ცედრა შეიცავს ჰესპერიდინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ართრიტით გამოწვეული ტკივილისა და შეშუპების აღმოსაფხვრელად.
მანდარინის ქერქის გამოყენება უფრო გავრცელებულია ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, სტრესის მოსახსნელად, ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, ელენთის სამკურნალოდ, ხველისა და გაციების აღმოსაფხვრელად.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილსა და მოსვენებას.
სასმელი მოგადუნებთ, დაგამშვიდებთ, მოგიხსნით დაძაბულობასა და სტრესს.
სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
გვირილა, ლავანდი, ვალერიანის ფესვები და მანდარინის ქერქი (ახალი და არა გამხმარი).
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ამზადებთ ინგრედიენტებში მითითებულ სამკურნალო მცენარეთა ნარევს (თანაბარი რაოდენობით აიღეთ თითოეული მათგანის ფხვნილი და აურიეთ). დიდ ფინჯანში მოათავსეთ მომზადებული ნარევის 1 ს. კ., დაამატეთ 1 ჩ. კ. მანდარინის ცედრა (გახეხილი ქერქი), დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.
მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ თბილ-თბილი საღამოს, ძილის წინ. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.
მოამზადეთ შემოთავაზებული ნაყენი და მისი წყალობით დაივიწყეთ უძილობა, მოიხსენით სტრესი, დაძაბულობა და მოიპოვეთ სიმშვიდე.
თუ მოგეწონათ სტატია გაგვიზიარებთ შტაბეჭდილებები კომენტარებში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!