სასწაულმოქმედი რეცეპტები! სახსრების ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებები ამ რეცეპტებით დამზადებული წამლებია!
დღევეს სახსრების პრობლემა თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. პრობლემის უგულებელყოფასთან ერთად ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი.
ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთ ხალხურბ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას!
1. თუ რევმატული პოლიართრიტი გაწუხებთ, მტკივნეული ადგილები დაისუსხეთ ჭინჭრით, მეორე დღეს კი ეს ადგილები ნავთით გაიწმინდეთ.
2. სახსრის გასიების დროს, თუ ტკივილებიც გაწუხებთ, შვებას იგრძნობთ კომპრესის გაკეთებით.
- კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ ცხელ წყალში,
- წაუსვით თაფლი და დაიდეთ მტკივან ადგილას,
- გარედან შეიხვიეთ თბილი ქსოვილით.
დაახლოებით 10 სეანსის შემდეგ შეშუპება გაქრება, ტკივილებიც აღარ შეგაწუხებთ და შვებით ამოისუნთქავთ.
კარგი ერფექტისთვის, კომპრესი დაიტოვეთ მთელი ღამე. მისი მოხსნის შემდეგ კი სახსარი ისევ თბილად შეიხვიეთ.
3. პოდაგრით და რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს ვურჩევთ მიიღონ ანწლის არაყი. ასევე კარგია, დღეში 100 გრ. ნიგოზის მიღება.
4. სახსრების პრობლემის მოსაგვარებლად ასევე, შავი ბოლოკი საუკეთესოა.
- გახეხილი ბოლოკი გადაიტანეთ ტილოს ნაჭერზე და მტკივანი ადგილი გადაიხვიეთ თბილად.
- თუ 10 სიანს ჩაიტარებთ, ტკივილები გაქრება და მოძრაობაც აღარ გექნებათ შეზღუდული.
5. რევმატიზმების დროს კი ასეთი საცხი დაგეხმარებათ:
- 1,5 ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენს გაურიეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.
- ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული საშუალებით კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.
6. სახსრების ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებაა ასეთი ნაყენი:
- ერთ შუშა იოდში მოათავსეთ 2 აბი ანალგინი და დატოვეთ დილამდე. დილით ნაყენი გამჭირვალე გახდება. გამზადებული წამალი შეიზილეთ მტკივანი სახსრების არეში.
7. თევზის ქონი საუკეთესო ვიტამინია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.
ის სასარგებლოა სახსრებისთვისაც. 3 თვის მანძილზე მისი მიღება შველის ართრიტს და ართროზს, ტკივილები სუსტდება და არც ისაა გამორიცხული, რომ სამუდამოდ გაქრეს კიდეც. მიიღეთ ნატურალური სახით ან კაფსულებით ( 1 კაფსულა დღეში ორჯერ ).
8. კიდევ ერთი რეცეპტი დაგეხმარებათ ტკივილების შემსუბუქებაში
100 მლ. სპირტს შეურიეთ 50 გრ. მდოგვის ფხვნილი და 50 მლ. ქაფური. ცალკე ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და შეურიეთ გამზადებულ ხსნარს. მიღებული ხსნარით დაიმუშავეთ მტკივნეული ადგილები დღეში ორჯერ – დილა-საღამოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!