სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახშირად შეგინიშნავთ მსგავსი გამონაზარდები ქუთუთოზე? გაიგეთ რა არის ის და როგორ მოიშოროთ...

ხშირად შეგინიშნავთ მსგავსი გამონაზარდები ქუთუთოზე? გაიგეთ რა არის ის და როგორ მოიშოროთ მარტივად!

ხშირად შეგინიშნავთ მსგავსი გამონაზარდები ქუთუთოზე? გაიგეთ რა არის ის და როგორ მოიშოროთ მარტივად!

თუ შეამჩნევთ, რომ კანის ქვეშ გაქვთ ცხიმის სქელი ფენა, განსაკუთრებით ზედა ქუთუთოზე ან შიდა კუთხეში, მაშინ გეტყვით რომ ეს ქსანტელაზმაა. ქსანტელაზმას ერთ-ერთი მთავარი მიზეზი  ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) არსებობაა, რომლებიც სხვა სიტყვებით "ცუდი" ქოლესტერინის რაოდენობას განსაზღვრავს.

გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა, ასევე მრავალი სხვა ფაქტორიც როგორიცაა ღვიძლის დაავადება და დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და ა.შ. ხოლო თუ თქვენ ხართ 40–დან 60 წლამდე, ამ სახის ქსოვილების გაჩენა თქვენს სხეულზე მეტად მოსალოდნელია.

თუმცა საბედნიეროდ, შეგიძლათ მარტივად და თან ზედმეეტი ძალისხმევის გარეშე შეამციროთ ცხიმის ფენა თვალების გარშემო შემდეგი საშინაო საშუალებებით:

ვაშლის ძმარი: თუ თვალის გარშემო ნალექების მთავარი მიზეზი ქოლესტერინის მაღალი დონეა, ეს ალბათ საუკეთესო საშუალებაა. ვაშლის ძმარს შეუძლია შეამციროს თქვენი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში ტოქსინების მოცილებით და ღვიძლის დახმარებით. ის შეიცავს ძმარმჟავას, რომელიც ამ შემთხვევაში საუკეთესო დამხმარეა თქვენთვის. ბამბა დაასველეთ ძრით და დაიდეთ მსგავს გამონაზარდზე, გაიჩერეთ 2 საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიორი: ესაა ქსანტელაზმას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მეთოდი. ფერმენტების გამო ნიორს შეუძლია ნალექების გასწორება. გარდა ამისა, ნიორს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონეც. ნივრის გამოსაყენებლად, გახეხეთ რამდენიმე კბილი. წაისვით სასურველ ადგილას და დაიმაგრეთ ბინტით. 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ასე ყოველდღე, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში.

აბუსალათინის ზეთი: ეს ზეთი შეიცავს მჟავას, რომელსაც შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე და ეფექტურად "შეებრძოლოს" მსგავს გამონაზარდებს. აბუსალათინის ზეთი წაისვით დაზიანებულ ადგილას და კარგად შეიზილეთ, შემდეგ კი დაიფარეთ ბინტით, ეს პროცედურა სასურველია დაძინებამდე გააკეთოთ, ხოლო დილით უკვე მოიხსენით. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ცივი, ორგანული აბუსალათინის ზეთი.

მართალია, ქსანტელაზმა უმტკივნეულოა, მაგრამ მას შეუძლიათ ხელი შეუშალოს მხედველობას, განსაკუთრებით თუ ის ზრდას განაგრძობს.

ამიტომაც გაითვალისწნეთ ჩვენი მარტივი, თუმცა საკმაოდ ეფექტური მეთოდები და უმტკივნეულოდ მოაგვარეთ ეს "პრობლემა". ამავდროულად შეგახსენებთ იმასაც, რომ ხალხური მეთოდების გამოყენებისას არუნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი პროდუქტის ეფექტს მისი რეგულარულად გამოყენება განსაზღვრავს,ამიტომაც ამ პრინციპით მიუდეგით ამ საკითხსაც!

ჯანმრთელობას გისურვებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!