ერთადერთი საშუალება, რომელიც ნამდვილად დამეხმარა შავი წერტილების მოცილებაში! ის ნამდვილად ეფექტურია!
შავი წერტილების პრობლემას ყველა ადამიანი აწყდება. ცხიმოვანი ჯირკვლების გაზრდილი სეკრეცია, არასათანადო სახის მოვლა, არასწორი კვება ამ ფენომენის მხოლოდ რამდენიმე მიზეზია. ნებისმიერ შემთხვევაში, კომედონებს (შავ წერტილებს) არ აქვთ მიმზიდველი გარეგნობა და ხშირად აკომპლექსებენ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალბატონებს.
თქვენ ალბათ იცით მრავალი გზა, როგორ მოიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში. მაგრამ თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვნეთ იდეალური საშუალება, ახლავე გაიგებთ ამის შესახებ. მოხარული ვარ გაგიზიაროთ რეცეპტი, რომელიც უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა.
შავი წერტილების მოსაცილებელი საშუალება
მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:
- პიტნის კბილის პასტა
- მარილი
- 2-3 ყინულის კუბიკი
მომზადება და გამოყენება
შეურიეთ 2 ს. კ. კბილის პასტა და 1 ს. კ. მარილი ერთმანეთს. აურიეთ კარგად.
წაისვით ნაზავი შავი წერტილების მქონე ადგილებში და გაიჩერეთ 5 წუთი (სანამ გაშრება).
კანი მასაჟისეურად ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. შემდეგ გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბიკით ფორების დასახურად.
შედეგად, თქვენ მიიღებთ იდეალურად სუფთა კანს. პიტნის კბილის პასტას შეუძლია ფორების გახსნა და ყველა ბაქტერიის განადგურება, მარილი კი მოქმედებს როგორც სკრაბი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის ადგილები, რომლებზეც პროდუქტი იყო გამოყენებული, შეიძლება გაწითლდეს, ეს არის კანის სრულიად ნორმალური რეაქცია. თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ პროცედურის შემდეგ წაისვათ დამატენიანებელი კრემი.
აუცილებლად სცადეთ ეს საშუალება შავი წერტილების მოსაცილებლად. დარწმუნებული ვართ, რომ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის.