შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეთაფლიანი წყალი ნაოჭების მოსაშორებლად ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა!

თაფლიანი წყალი ნაოჭების მოსაშორებლად ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა!

თაფლიანი წყალი ნაოჭების მოსაშორებლად ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა!

მარტივი და ეფექტური!

ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაფერისი, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსამზადებელი საშუალება თაფლის წყალია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ამას უკვე თავადაც მიხვდებოდით.

ინგრედიენტები:

  • თაფლი – 1 კოვზი
  • წყალი – 2 ჭიქა

მომზადების მეთოდი:

  1. მისი მომზადებისთვის 1 ს.კ. თაფლი უნდა გაიხსნას 2 ჭიქა თბილ წყალში.
  2. მიღებული ხსნარით სახე დაიბანეთ ძილის წინ 5-7 წუთით ადრე.
  3. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით უნდა დაიბანოთ.

თაფლის წყლის გამოყენების ეფექტი დიდხანს არ დააყოვნებს, შედეგი რამდენიმე პროცედურის შემდეგ გამოჩნდება: სახის ფერი ხდება ჯანსაღი, კანი ხდება რბილი და ხავერდოვანი.

თაფლის წყალი კარგად კვებავს კანს და არბილებს წვრილ ნაოჭებს.

აი რამოდენიმე ნიღაბი რომელიც მზადდება თაფლისგან:

  1. ავიღოთ 2 სუფრის კოვზი ცივი კონცენტრირებული მწვანე ჩაი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი. შევურიოთ ერთმანეთს კარგად და წავისვათ სახეზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.
  2. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნარევი შევათბოთ ორთქლის აბაზანაზე და წავისვათ სახეზე 15 წუთით. ბოლოს კი ნიღაბი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
  3. ავიღოთ1  სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად ავურიოთ და მიღებული მასა დავიდოთ სახეზე 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ კი მოვიშოროთ ნიღაბი თბილი წყლით.
  4. წყლის აბაზანაზე 100 გრამი თაფლი ოდნავ შევათბოთ, დავუმატოდ 25 გრამი სპირტი და 25 გრამი წყალი. კარგად ავურიოთ და სახეზე დავისვათ. გავიჩეროთ 20-25 წუთი და გრილი წყლით ჩამოვიბანოთ. ეს ნიღაბი სახეს უკეთებს დეზინფექციას და გიცავთ ანთებითი პროცესებისგან.
  5. 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთს შევურიოთ და წავისვათ სახეზე. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია მშრალი და ნორმალური კანისათვის, იგი აახალგაზრდავებს კანს და ნაადრევად გაჩენილი ნაოჭების პროფილაკტიკას აკეთებს.
  6. 2 სუფრის კოვზი თაფლი ერთ სუფრის კოვზ შავი ჩაის ძლიერ ნაყენს შევურიოთ, დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და ცოტა ხნით ორთქლის აბაზანაზე გავაჩეროთ. მიღებული მასა სახეზე 20 წუთით გავიჩეროთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. ნიღაბი სასარგებლოა ნაოჭებისთვის.

საყურადღებოა: თუ თქვენ ალერგიული ხართ თაფლზე, არ ღირს ამ პროცედურებით სარგებლობა!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები