უძლიერესი ნარევი, რომელსაც ვიტამინების ბომბას უწოდებენ! - მოემზადეთ ზამთრის ცივ დღეებთან შესახვედრად!
ჰემოგლობინი ეს არის სისხლის წითელი სხეულაკების, ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, ის ჰემის და ცილოვანი ნაწილის გლობინისგან შედგება, მისი ფუნქციაა ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის ტრანსპორტირება ორგანიზმში.
ჰემოგლობინის შემცველობის ნორმა მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ხოლო ქალებში - 120-140გ/ლ. როცა ორგანიზმში ჰემოგლობინის ნორმა ირღვევა, რასაც სისხლნაკლებობას ანუ ანემიას უწოდებენ, რა თქმა უნდა ამას თავისი გამოხატულება გააჩნია.
თუ ჰემოგლობინის ნორმა მკვეთრად არ არის დაქვეითებული ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ხალხური მეთოდებიც. პირველ რიგში ეს არის რკინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ღვიძლი, წითელი ხორცი, ისპანახი, ნუში, ბურღულეული, თევზის პროდუქტები.
მნიშვნელოვანია, ასევე, C-ვიტამინის როლი, იმიტომ რომ დაბალი ჰემოგლობინი შეიძლება გამოწვეული იყოს C-ვიტამინის ნაკლებობით. ამიტომ ამ დროს უნდა მივიღოთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, ისპანახი, თხილი, მწვანეფოთლოვანი მცენარეები.
დღეს ჩვენ გასწავლით რეცეფტებს, რომლთა დახმარებით შეძლებთ აიმაღლოთ ჰემოგლობინი
- დააბლენდერეთ ერთი ჭიქა ნიგოზი და ერთი ჭიქა ნედლი წიწიბურა, დაამატეთ ერთი ჭიქა თაფლი, აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიირთვით 1 სუფრის კოვზი ყოველდღე.
- ნიგოზი, გარგარის ჩირი, თაფლი, ქიშმიში - ყველაფერი 1:1 თანაფარდობით დააბლენდერეთ და კარგად აურიეთ, მიირთვით დღეში 1–3 სუფრის კოვზი (ერთ – ერთი საუკეთესო რეცეპტი არა მხოლოდ ჰემოგლობინის მომატებისთვის, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების მოსამარაგებლად).
- 1 ჭიქა ქლიავი, გარგარის ჩირი, ნიგოზი, ქიშმიში, დააბლენდერეთ, დაამატეთ თაფლი, დაუმატეთ 1-2 ლიმონი (ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ ალოეს წვენი), მიირთვით დღეში 1-3 სუფრის კოვზი.
- 100 მლ ჭარხლის ახლად გამოწურული წვენი და 100 მლ სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ, ეს საშუალება ჰემოგლობინს მხოლოდ 2 დღეში ზრდის.
- 1/2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენი და 1/4 ჭიქა სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ 1-2-ჯერ დღეში.
- 1/2 ჭიქა ახლად გამოწურული ვაშლის წვენი, 1/2 ჭიქა მოცვის წვენი, 1 სუფრის კოვზი ახალად გამოწურული ჭარხლის წვენი, აურიეთ და დალიეთ.
- აიღეთ წიწიბურას ნედლეული 1/2 ჭიქა, დაასხით 1 ჭიქა კეფირი და გააჩერეთ მთელი ღამით, დილით ფაფა მზადა დაგვხვდებათ და შეგიძლიათ მიირთვათ.
- 1/2 ჭიქა კარგი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო, ააორთქლეთ წყლის აბაზანაში 5-7 წუთის განმავლობაში, დაამატეთ 1/4 ჭიქა მოხარშული ჭინჭარი და დალიეთ თბილ მდგომარეობაში.