დღეში ამ სანელებლის მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი და თქვენ არა მხოლოდ დაიკლებთ წონაში, არამედ დაარეგულირებთ სისხლში ქოლესტერინის დონესაც!
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს შესაძლებელი იყო!
შაჰიდ ბეჰეშტის ირანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კუმინი, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება როგორც წამალი და სანელებელი, წონის დაკლების შესანიშნავი მებრძოლია.
ამ შესანიშნავ სანელებელ ვინც არ იცნობთ გეტყვით, რომ : ძირა (კუმინი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სანელებელია, რომელსაც აღმოსავლურ სამზარეულოში იყენებენ. გარეგნულად ძალიან ჰგავს კვლიავს, თუმცა არომატით და გემოვნური თვისებებით მისგან ძალიან გასხვავდება. ძირის გამოკვეთილი თხილისმაგვარი გემო მნიშვნელოვნად ამდიდრებს ბოსტნეულის, ფრინველისა თუ ცხვრის ხორცის და ბრიჯისგან დამზადებულ კერძებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი ცილის ჭამა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. გარდა ამისა, ის დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაშიც.
კვლევაში მონაწილეობდა 88 ქალი, რომლებიც დაიყვნენ ორ ჯგუფად. სამი თვის განმავლობაში ისინი ჭამდნენ 500 კალორიაზე ნაკლებს დღეში. თუმცა, ქალების ერთი ჯგუფი დამატებით მოიხმარდა იოგურტს, რომელიც შერეული იყო ჩაის კოვზ კუმინთან ერთად. წონის კლებაში ამ ჯგუფმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ასევე, სწორედ ამ ჯგუფის ქალებში მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლში ქოლესტერინის დონე.
კუმინი მდიდარია ფიტოსტეროლებით, ნივთიერება, რომელიც ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის შეწოვას. კვლევის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ ამ სანელებელს მეტაბოლიზმის დაჩქარებაც კი შეუძლია.
ასევე გარდა იოგურტისა, კუმინის დამატება შეგიძლიათ სალათებშიც ან სხვადასხვა სოუსებში.
და ბოლოს გაფრთხილება: ძირას/ კუმინის გამოყენება, ისევე, როგორც ყველა სხვა სანელებლების, უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები და გასტრიტი.