სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს დედაჩემის რეცეპტია. ნარევი მხედველობის აღსადგენად

ეს დედაჩემის რეცეპტია. ნარევი მხედველობის აღსადგენად

ეს დედაჩემის რეცეპტია. ნარევი მხედველობის აღსადგენად!

აკადემიკოს ფილატოვის ნარევი 

მშვენიერი რეცეპტი მათთვის, ვისაც მხედველობის გაძლიერება სურს!

ეს დედაჩემის რეცეპტია. მას მხედველობის დიდი პრობლემები ჰქონდა.

ინგრედიენტები:

  • ალოეს წვენი
  • კაკალი
  • თაფლი
  • ლიმონის წვენი

100 გრ ალოეს წვენი, 500 გრ დაქუცმაცებული კაკლის მარცვალი, 300 გრ თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და მიირთვით 1  კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, სანამ შესამჩნევი გაუმჯობესება არ მოხდება. სხვათა შორის, ეს რეცეპტი არა მხოლოდ მხედველობას "აძლიერებს", არამედ,  აძლიერებს სხეულს.

ეს მნიშვნელოვამია! ალოე უნდა იყოს მინიმუმ 2-3 წლის

მოაჭერით მსხვილი ქვედა და შუა ფოთოლი, მცენარის ზედა ნაწილი ხელუხლებელი დატოვეთ, ასევე 3-4 ზედა ფოთოლი, გარეცხეთ ადუღებული წყლით,  დაჭერით ფოთლები წვრილად,  გამოწურეთ წვენი წვენსაწურში.

ალოეს უჯრედებში წარმოიქმნება ნივთიერებები, სახელწოდებით „ბიოგენური სტიმულატორები“, რომლებიც აღაგზნებს უჯრედების სასიცოცხლო აქტივობას.

გახსოვდეთ, რომ ალოეს წვენი უკუნაჩვენებია თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების, ხანგრძლივი ორსულობის, მწვავე ანთებითი პროცესების დროს ქალის სასქესო ორგანოებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს დეკომპენსაციის სტადიაში, ტუბერკულოზის გამწვავება ჰემოპტიზით და ბუასილით.

ალოეს გამოყენება მედიცინაში

ალოეს, გარდა ხალხური მედიცინისა, იყენებენ ტრადიციულ მედიცინაშიც. მაგალითად ალოეს ნედლი წვენი გამოიყენება:

  • ჩირქოვანი ჭრილობების
  • ტროფიკული წყლულების
  • დამწვრობების
  • აბსცესების
  • ფურუნკულების სამკურნალოდ.

თმის ცვენის შემთხვევაში ალოეს წვენს ურევენ ღვინოს (ნატურალურს) და ისე იღებენ.ასევე კარგია თავის დაბანა წვენის და ძმრის ნაზავით. წვენის კომპრესი აჩქარებს დასხივებით გამოწვეული დერმატიტის დროს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს პრაქტიკამ აჩვენა, რომ კარგი შედეგები გამოაქვს ახალგამოწურულ წვენში დასველებული ტამპონების საშოში განთავსებას.

აქტიურად იყენებენ ალოეს წვენს სხვადასხვა პრეპარატებში თვალების სამკურნალოდ. გამოიყენება ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

გარდა ამისა მედიცინაში მას იყენებენ ტურბერკულოზის სამკურნალოდ. ის უებარი საშუალებაა კლიმაქტერულ და მის შემდგომ პერიოდში გამოწვეულ უსიამოვნებებთან საბრძოლველად. რადგან ის არის არასეპტიკური საშუალება, მას აგრეთვე იყენებენ.

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის
  • ქალური დაავადებების
  • კანის ტუბერკულოზური წყლულების
  • სკლეროდერმიის
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!