სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს შესანიშნავი ნაყენი კლავს ყველანაირ ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის...

ეს შესანიშნავი ნაყენი კლავს ყველანაირ ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას!

ეს შესანიშნავი ნაყენი კლავს ყველანაირ ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას!

დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და, აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს.

თერმოსში ჩაასხით 100 მლ ანადუღარი, 50 გრადუსამდე გაგრილებული წყალი, დაამა-
ტეთ 10 გ დაქუცმაცებული პროპოლისი და 24 საათი გააჩერეთ.

მიიღებთ მოყვითალო-მოყავისფრო გამჭვირვალე სურნელოვან სითხეს, რომლის შენახვაც რეკომენდებულია სიგრილეში არა უმეტეს 7 დღისა.

პროპოლისის წყალხსნარს სპირტხსნართან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა სპირტხსნარის მიღება რეკომენდებული არ არის: ორსულებში, სპორტსმენებში, მძღოლებში. სჯობს ახალი მომზადებული ხსნარი გამოიყენოთ ხოლმე.

სამედიცინო ეფექტი:

პროპოლისის წყალხსნარი აძლიერებს სპეციფიკურ და არასპეციფიკურ იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს დისბაქტერიოზისგან, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ვითარდება ხოლმე, ასტიმულირებს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემებს.

აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ბაქტერიოციდული მოქმედება, ანადგურებს ტუბერკულოზის, დიფთერიისა და დიზენერიის ჩხირებს, სტაფილოკოკებს.

გარდა ამისა, წყალხსნარს აქვს ანტივირუსული მოქმედება და მოქმედებს ინტერფერონის მსგავსად გრიპის,.ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ.

პროპოლისის წყალხსნარს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტიანია ასპერგილოზის, კანდიდამიკოზის, ლიქენის დროს.

ეს ხსნარი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და აქვს ანტისკლეროზული მოქმედება, ასევე ჭრილობის შემახორცებელი და ეპითელიზაციის დამაჩქარებელი
ეფექტი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ჰეპატიტის შემდეგ.

ასევე ნაჩვენებია მისი მიღება გუსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰიპერტენზიის, კარდიოდისტროფიის, სტენოკარდიის, იშემიის დროს. საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა პროპოლისის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დიაბეტის დროს.

თუ 1 სუფრის კოვზ წყალხსნარს გახსნით 1 ლიტრ წყალში და მიიღებთ დღის განმავლობაში, შესანიშნავად მოხსნით ალკოჰოლური ინტოქსიკაციას.

გამოყენება: 

დინდგელის წყალხსნარი და წყლიანი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-5-ჯერ,
1,2 ან 3 სადილის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული დაავადების ფორმის შესაბამისად, ერთიდან სამ თვემდეა.

პროპოლისის წყალხსნარის მიღება მუდმივად შეგიძლიათ, რადგან ასეთი დოზით ის ტოქსიკურ ეფექტს არ ავლენს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!