ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა10 გასაოცარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ კურკუმიანი თბილი წყალი ყოველ დილით!

10 გასაოცარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ კურკუმიანი თბილი წყალი ყოველ დილით!

10 გასაოცარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ კურკუმიანი თბილი წყალი ყოველ დილით!

როდესაც გაიგებთ ამ საშუალების სამკურნალო თვისესების შესახებ, არ გაგიკვირდებათ თუ რატომ მიყვარს ეს სანელებელი ასე ძალიან!

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სანელებელია, რადგან მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. ეს ფანტასტიკური სანელებელი ასევე შეიძლება იყოს დიდი დახმარება მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში.

ყველა ამ სარგებელზე პასუხისმგებელი მთავარი კომპონენტი კურკუმინი. მისი საოცარი თვისებები დადასტურებულია 7000-ზე მეტ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.

ამრიგად, კურკუმიანი წყალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიაერი სამკურნალო სასმელია. ასეთი წყლის მოსამზადებლად საკმარისია წინასწარ გაცხელებულ წყალს დაუმატოთ კურკუმას ფხვნილი და კარგად ავურიოთ.

ხოლო ამ პროდუქტის გამოყენება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან:

  • ხსნის ართრიტის სიმპტომებს:

კურკუმინს ახასიათებს უფრო ძლიერი მოქმედება, ვიდრე დიკლოფენაკს, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, სახსრების ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ.

  • ებრძვის ანთებას:

მრავალი დაავადება ქრონიკული ანთების შედეგია. თუმცა, ამ სანელებელს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და უფრო კარგად ებრძვის ანთებას, ვიდრე ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას:

კურკუმას რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რადგან ის ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას.

  • იცავს ღვიძლს:

ეს სანელებელი ასევე სასარგებლოა ჯანსაღი ღვიძლისთვის. ის იცავს ღვიძლს ტოქსიკური დაზიანებისგან და აღადგენს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს.

  • ხელს უწყობს ტვინის სრულფასოვან ფუნქციონირებას:

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ძლიერი კავშირი კოგნიტურ აშლილობებს შორის, როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება და გარკვეული ტიპის ჰორმონის ზრდის დონის შემცირებას შორის. რომელიც ცნობილია როგორც ტვინისგან მიღებული ნეიროტროფიული ფაქტორი. თუმცა, ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ კურკუმინს აქვს სასარგებლო გავლენა ამ ჰორმონის დონეზე, ამიტომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინის გარკვეულ დაავადებებზე ან ტვინის ფუნქციის დაქვეითებაზე დაბერების მიზეზისდა გამო.

  • აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას:

კურკუმინის აქტიური ინგრედიენტი კურკუმინი ხელს უშლის სისხლის შედედებას.

  • ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს უშლის დაბერებას:

კურკუმინი წარმატებით თრგუნავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის ანთებას, რაც დაბერების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ, შეეცადეთ გამოიყენოთ ის რეგულარულად და თქვენი ორგანიზმი ნამდვილად მადლიერი დაგრჩებათ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!