2 ინგრედიენტის ნაზავი ყურის ინფექციებისა და ზედმეტი გოგირდის მოსაშორებლად!
როცა საქმე ეხება ყურების სისუფთავეს შენარჩუნებას, თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით.
არ დაგავიწყდეთ ამ ჰიგიენური პროცედურის ჩატარება რეგულარულად და აღარ შეგაწუხებთ ყურის ინფექციები და თანმდები შეშუპება და ტკივილი.
ყურის გოგირდის დაგროვება ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ადამიანები ამას მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას, როცა მოსმენის უნარი უქვეითდებათ. მთავარია, ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბის ტამპონები - მათთან ერთად პრობლემას მხოლოდ გაამწვავებთ.
თუ ფარმაცევტს მიმართავთ, ისინი გირჩევენ ბევრ სხვადასხვა ყურის საწმენდ სასუალებას. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს საშინაო საშუალება, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურია და უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპეციალური წამალი.
ეს ბუნებრივი უსაფრთხო საშუალება შედგება სამედიცინო სპირტისა და თეთრი ძმრისგან.
- დადასტურებულია, რომ სპირტი არის საუკეთესო გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალება, რადგან ის ეხმარება აღმოფხვრას აერობული ბაქტერიული დაბინძურების თითქმის 85%.
- თეთრი ძმარი ასევე ითვლება ძლიერ ანტიბიოტიკად და ანტიმიკრობულად, რომელსაც შეუძლია ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა.
ამგვარად, თეთრი ძმრისა და ალკოჰოლის ნაზავი ხელს უწყობს ყურის გოგირდის მოცილებას და ინფექციების მკურნალობას.
შეგიძლიათ თავისუფლად ჩააწვეთოთ ისინი ყურებში, რადგან ისინი არ იწვევენ არანაირ გვერდით მოვლენას, დისკომფორტს ან ტკივილს.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი მსუბუქი და ზომიერი ცვილის დაგროვების ან ყურის ინფექციების დროს, მაგრამ თუ უფრო სერიოზული პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს!
სახლის სამკურნალო რეცეპტი:
- აიღეთ თეთრი ძმარი და სპირტი 1:1 თანაფარდობით და აურიეთ.
- თავი გვერდზე გადახარეთ, რომ ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი (5 მლ) ერთ ყურში ჩაიწვეთოთ.
- დარჩით ამ მდგომარეობაში 60 წამის განმავლობაში.
- შემდეგ კვლავ დაბრუნდით ნორმალურ მდგომარეობაში, დაჯექით სწორად და მიეცით საშუალება სითხეს რომ ყურიდან გამოვიდეს.
- გაიმეორეთ პროცედურა მეორე ყურშიც.
გოგირდის დაგროვების მოსაშორებლად ან ყურის ინფექციის განსაკურნებლად, ეს პროცედურა დღეში ორჯერ უნდა გაიმეოროთ.
შენიშვნა: - ამ საშუალების გამოყენების სამი დღის შემდეგ უნდა შეამჩნიოთ გაუმჯობესება, მაგრამ თუ ის არ იმუშაივებს, უნდა მიმართოთ ექიმს.