ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადამეთანხმებით,რომ ამ სეზონზე, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს - ხველაა! ბანანი და თაფლი...

დამეთანხმებით,რომ ამ სეზონზე, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს – ხველაა! ბანანი და თაფლი მოგიგვარებთ ამ პრობლემას!

დამეთანხმებით,რომ ამ სეზონზე, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს - ხველაა! ბანანი და თაფლი მოგიგვარებთ ამ პრობლემას!

ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ განკურნონ ყველაზე მძიმე ხველაც კი, სულ რამდენიმე დღეში.

ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ინგრედიენტები:

  • წყალი - 400 მლ.
  • ბანანი - 2 ც.
  • თაფლი - 2 ს.კ.

მომზადების მეთოდი:

  1. მოაცალეთ კანი ორივე ბანანს და დაჭყლიტეთ პიურეს მასის მიღებამდე (ამისთვის არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი).
  2. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მას ბანანის პიურე.
  3. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
  4. როცა ნარევი გაცივდება, დაატკბეთ თაფლით.
  5. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაწუროთ კიდეც.

Როგორ მიიღოთ?

დალიეთ დღეში 4-ჯერ. ერთი პორციის ზომაა 100 მლ.

როგორც წესი, გამოჯანმრთელება ხდება ძალიან სწრაფად - ერთ-ორ დღეში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

ეს ბუნებრივი წამალი, მედიკამენტებისგან განხვავებით, ყველაზე ბუნებრივი საუშალებაა!

ახლა კი ცოტა რამ ბანანის სასარგებლო თვისებებზე:

  • ტროპიკული ხილი სახამებლის განსაკუთრებულ სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის: თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.
  • დაივიწყეთ მითი, რომ ბანანი ძალიან კალორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით ან რომელიმე ფაფით.
  • ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი, რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს.
  • სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.
  • კალიუმის შემცველი საკვები მათთვისაც არის სასარგებლო, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ მიდრეკილება აქვს. ყოველდღიურად ამ მინერალის 1,3 გრამის მოხმარება გულის პათოლოგიების განვითარების რისკს 26 %-ით ამცირებს. ნორმის შესასრულებლად დღეში 2-3 ბანანის მიღებაა საჭირო.
  • ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ.
  • ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ, ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა.
  • ბანანის რბილობი შეიცავს B, PP, A და C ვიტამინებს. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, საქაროზას, კაროტინს, ფერმენტებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს.
  • ხილის ასეთი შემადგენლობა ამაღლებს იმუნიტეტს, შედეგად, ბანანი არის სასარგებლო პროდუქტი ზემო სასუნთქი გზებისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!