ძალიან ხშირად 40 წლის ასაკში ბევრი აწყდება ისეთი სიმპტომების გამოვლენას,როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, ხშირი თავის ტკივილი და ქოშინი. ასევე,ზოგიერთს აწუხებს მაღალი წნევა და ტკივილი გულის არეში. ხშირად ეს ნიშნები მიუთითებს სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დეპოზიტების არსებობაზე.
დღეს ჩვენი რედაქცია საყვარელ მკითხველს გაუზიარებს ხალხური საშუალების რეცეპტს,რომელიც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების და სისხლს ქოლესტერინის ლაქებისგან გაწმენდას. მისი მომზადება არ არის რთული, საჭიროა მხოლოდ 7 ინგრედიენტი.
როგორ გავწმინდოთ სისხლძარღვები ხალხური საშუალებებით:
ინგრედიენტები:
- 200 გრ კაჰორი,
- 200 გრ სტაფილოს წვენი,
- 200 გრ ბოლოკის წვენი,
- 200 გრ ლიმონის წვენი,
- 200 გრ წითელი ჭარხლის წვენი,
- 200 გრ წყალი,
- 15 კბილი ნიორი,
- 200 გრ ნატურალური თაფლი.
მომზადების წესი:
მოამზადეთ წვენი სტაფილოდან, წითელი ჭარხლიდან, ბოლოკიდან და ლიმონისგან.გააცალეთ ნიორი და გაატარეთ პრესით. მიღებული რბილობი განზავდეს თბილი ადუღებული წყლით.
შეურიეთ ყველა წვენი პატარა თასში.დაამატეთ წითელი ღვინო და თაფლი, შემდეგ დაასხით პროდუქტი მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 1,5 თვის განმავლობაში.
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით,რკინით, "ცე" ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო,როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული.
ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას,ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელების და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის.
მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას,აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების - ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც.
მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება,ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში,წვნიანებში,მოშუშოთ ან უმად მიირთვათ. ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ იისფერი კენკრა, ხილი თუ ბოსტნეული ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. ამ ფერის ნაყოფი შეიცავს განსაკუთრებულ პიგმენტებს - ანტოციანინებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბოლოკისა და შავი სტაფილოს ანტოციანინები 80%-ით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი სულ მთლად აჩერებს ამ პროცესს და ამავე დროს ანადგურებს სიმსივნური უჯრედების 20-მდე პროცენტს ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად. საცდელ ვირთაგვებს, რომლებსაც რეგულარულად კვებავდნენ ნატურალური იისფერი პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომები 70%-ით შეუმცირდათ. იისფერ ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.