ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათქვენ შეგიძლიათ ჯანმრთელობა აღიდგინოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი, რომელიც ალბათ უკვე...

თქვენ შეგიძლიათ ჯანმრთელობა აღიდგინოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი, რომელიც ალბათ უკვე გაქვთ სამზარეულოში!

თქვენ შეგიძლიათ ჯანმრთელობა აღიდგინოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი, რომელიც ალბათ უკვე გაქვთ სამზარეულოში!

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა. თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

სამედიცინო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიმონის ყვავილებიდან მიღებულ თაფლს, რადგან ის შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას – ციტრინს და თაფლის შაქარს – ლევულოზას. ციტრინი იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისაგან.

ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

გარეგანი მოხმარებისათვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალო მალამოსა და ლოსიონის დამზადების დროს.

თუ თაფლიან და ლიმონიან წყალს 1 წელი ყოველ დღე დალევთ გაცივება აღარ შეგაწუხებთ.

დილით გამოსაფხიზლებლად ყავა აღარ დაგჭირდებათ – ყავაზე დამოკიდებული აღარ იქნებით და დილით უფრო მალე გამოფხიზლდებით.

თუ თაფლის და ლიმონის ძალაში ბევრს დაარწმუნებთ ნახავთ, რომ ისინი ჯანმრთელობაზე აღარ იწუწუნებენ. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ბავშვებს ყოველ დილით დაალევინებთ.

რეცეპტი:

  • ნახევარი ლიმონი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი გახსენით და გაღვიძებისთანავე დალიეთ.

ეს სასმელი საშარდე გზების ინფექციისგან გიცავთ. ამას ექიმები ადასტურებენ. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას ლიმონი ნაღვლის წვენი გამოყოფას უზრუნველყოფს, თაფლი კი კუჭის წვენის გამოყოფისთვის არის კარგი. ლიმონი სისხლს ასუფთავებს და ასევე ძალიან კარგია სახის კანისთვის.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!