კვერცხისა და ძმრის მჟავასგან მომზადებული მალამო სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ იდეალური ყოფილა!
სოკო ჩვენი კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროფლორის ბუნებრივი თანამობინადრეა და ნორმალურ პირობებში არ იწვევს დაავადებას. ამიტომაც, ის მიიჩნევა პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმად. პირობით-პათოგენი დაავადების გამომწვევად მხოლოდ გარკვეულ, მისთვის ხელსაყრელ პირობებში გადაიქცევა.
- რა სახის სოკოვანი ინფექციები გვხვდება კანზე?
არსებობს კანის სოკოვანი დაავადების მრავალი სხვადასხვა გამომწვევი. ძირითადად გვხვდება ზედაპირული მიკოზები (სოკოვანი დაავადებები), რომლებიც აზიანებს კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმოფიტოზები, თმას - ტრიქომიკოზები, ფრჩხილებს - ონიქომიკოზები. ასევე, არსებობს ღრმა მიკოზები.
- რა პირობები უწყობს ხელს კანის სოკოვანი ინფექციის განვითარებას?
ინფექციის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები მრავალგვარია - ენდოგენური: ოფლიანობა, კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვა. ეგზოგენური ფაქტორები: დაავადების წყაროსთან კონტაქტი, ტენიანი და თბილი გარემო, ვიწრო და სინთეტიკური ტანსაცმელი, და ა.შ.
ამ მალამოს მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.
მომზადების წესი:
დაგჭირდებათ ერთი ცალი კვერცხი, 70-პროცენტიანი ძმრის მჟავა და ვაზელინი.
დაახლოებით 200-250-გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ!), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3-4 დღით.
ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემსგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი „გაქრება“ და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი.
კვერცხი ამოიღეთ სითხიდან (დარჩენილი ძმრის მჟავა აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას.
შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსისტენცია მიიღოს, დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა.
შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ, ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც
ლაქებს არ დატოვებს.
გამოყენება:
ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა-საღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.
შედეგი გაგაოცებთ!
გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და
შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ სიფრთხილით.
ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოგიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ, მკურნალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.