როცა გულის ფრიალი და რიტმის ცვლილება მაწუხებს, ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ და აღარ მეშინია !
კრაზანა, კატაბალახა და ღიღილო
გულის აჩქარებისას ერთმანეთში აურიეთ თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი და კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
გულის ფრიალის დროს 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
შავი ბოლოკი
აიღეთ რამდენიმე ცალი შავი ბოლოკი და გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ
დოლბანდში. წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი.
მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. შავ ბოლოკს მრავალმხრივი
ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებს, რაც სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერების შემცველობით აიხსნება.
კერძოდ, ესბოსტნეული შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს. გაითვალისწინეთ: მისი მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.
ძირა
დაფქვით 50 გრამი ძირას თესლი, დაამატეთ 200 გრამი შაქრის ფხვნილი და დაასხით 1 ლიტრი არაყი. დადგით 2 კვირით. დროდადრო ბოთლი შეანჯღრიეთ, რომ ძირას შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი მთლიანად გადავიდეს ნაყენში. 2 კვირის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ 25-30 გრამი ჭამის შემდეგ.
კუნელი
2-2 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, შავბალახას და ბარამბოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ეს ნაყენი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
10გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და დღით დადგით ბნელ, გრილ
ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7-7 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი. ჩვენებები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილები და შვრიის ღერო. 5გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენების მიღება 2-3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.
დინდგელის 30%-იან ნაყენს შეურიეთ კუნელის წვეთები თანაფარდობით 1:1, მიიღეთ 30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა.