შაბათი, დეკემბერი 7, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაანწლის  სამკურნალო ნაყენი - არსებობს მისი გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა რომ...

ანწლის  სამკურნალო ნაყენი – არსებობს მისი გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ანწლის  სამკურნალო ნაყენი - არსებობს მისი გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ანწლის ნაყოფი სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი სახით. ცოცხალი კენკრა წარმატებით ებრძვის ჰეპატიტს, წყლულოვან დაავადებებს, კარგია მათი პროფილაქტიკისთვის. გამოიყენება ნევრალგიის დროს. გამხმარი ნაყოფი წარმატებით ებრძვის მალარიას. მიიჩნევენ, რომ შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მაღალია, რომ მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალება კუჭისა და კანის კიბოს მკურნალობისას.

არანაკლებ ფასეულია შავი ანწლის ყვავილები. მისგან ამზადებენ ნაყენს ან ნახარშს და იყენებენ, როგორც ანტიბაქტერიულ და ოფლდენ საშუალებას. ამიტომ ის ძალიან ეფექტურია გაციების, ანგინის, გრიპის, სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე ებრძვის ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს. ყვავილებს იყენებენ კომპრესებისთვის, როგორც შაკიკის საწინააღმდეგო, იშიასის, პოდაგრის სამკურნალო საშუალებას. მას ასევე აქვს ოფლმდენი შარდმდენი და ზომიერი გამხსნელი თვისებები.

ანწლის ყვავილებისგან დამადებულ ნაყენს იყენებენ ლარინგიტების, ბრონქიტის, გრიპის, ნევრალგიის დროს, პირის ღრუს გამოსავლებად, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.

ანწლის ნაყენი დამზადდება მარტივად სახლის პირობებში ბუნებრივი პროდუქტებისგან, ანწლის ნაყოფისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. თანაფარდობა 1:5. ნაყენი  იძლევა საკმაოდ კარგ შედეგებს.

ანწლის ნაყენის სამკურნალო თვისებები

ანწლი როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნალოდ.

 

 

მაგალითად:

  • ეხმარება ორგანიზმს კანის და კუჭის კიბოსთან ბრძოლაში.
  • ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას კანის დაავადებების მიმართ.
  • ხელს უშლის ონკოლოგიური უჯრედების განვითარებას.
  • პოდაგრის დროს ორგანიზმს ხელს უწყობს შარდმჟავის გამოყვანაში.
  • არის სიცხის დამწევი და შარდმდენი კარგი საშუალება.
  • გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • აქვს დამაშვიდებელი მოქმედება.
  • აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო (შემკვრელი თვისება).
  • აძლიერებს იმუნიტეტს.

მისი გამოყენება განსაკუთრებით კარგია ვირუსული ინფექციების პერიოდში.
ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები.

კარგია გაციების და ხველების დროს

ბოლო კვლევების თანახმად აღმოჩნნდა, რომ ანწლის ნაყოფი შეიცავს ვიტამინ B17 - ს. რაც დადებითად აისახება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას რაც ამაღლეს იმუნური სისტემის ბრძოლის უნარიანობას.

ნაყენის გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ.

შინაგანი გამოყენებისთვის

1 ჩაის კოვზი გახსენით 50 მლ ანადუღარ თბილ წყალში. მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გაფრთხილება

მცენარე არის ტოქსიკური ამიტომ არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!