შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაა: სამკურნალო რეცეპტები რადიკულიტის დასამარცხებლად!

ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაა: სამკურნალო რეცეპტები რადიკულიტის დასამარცხებლად!

ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაა: სამკურნალო რეცეპტები რადიკულიტის დასამარცხებლად!

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.

სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა:

რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად – პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.

რადიკულიტის მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;
  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზდება კეფისა და კისრის არეში და ზოგჯერ გადაეცემა ყურში, ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნებისას და ხველისას. ტკივილი აღმოცენდება მოულოდნელად, ზოგჯერ – თავის დახრის დროს, და, წესისამებრ, მკეთრია. ამ დროს ავადმყოფი იღებს რეფლექსურ პოზას – თავს უკან და გვერდზე აგდებს.

ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის დროს ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუხვევა, სმენის დაქვეითება, ბარბაცი და თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტის სხვა ნიშნები.

კისრის რადიკულიტი გავა-წელის რადიკულიტთან შედარებით იშვიათია, მაგრამ მისი სიმპტომები (კისრის ტკივილი) უფრო მკვეთრია, ვიდრე ხერხემლის სხვა უბნების რადიკულიტისა.

კისრის რადიკულიტი აღმოცენდება ზურგის ტვინის ფესვების მიჭყლეტის შედეგად, მაგალითად, ხერხემალში ასაკობრივი ცვლილებების გამო. კისრის რადიკულიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ნერვის ახლოს მდებარე კუნთებისა და იოგების ანთება, რის შედეგადაც ამ ნერვის ფესვი ზეწოლას განიცდის. ზოგჯერ კისრის რადიკულიტი ხერხემლის კისრის ნაწილის მალათაშუა დისკოს თიაქრის შედეგია.

რადიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში ხალხური მედიცინის დახმარებით

პირველი რეცეპტი:

  • აიღეთ 1 ს.კ. ასფურცელას ყვავილი,
  • 1 ს.კ. წნორის ქერქი,
  • 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი.

ნარევს დაასხით მდუღარე, შეფუთეთ, დააცეთ და დადგით დასაყენებლად თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. 5–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, 7 დღის
განმავლობაში.

მეორე რეცეპტი:

  • 1/2 ჩ.ჭ. ბოლოკის წვენი,
  • 1/2 ჩ.ჭ. პირშუშხას წვენი
  • 1/2 ჩ.ჭ. არაყი (ან სპირტი)
  • 1 ჩ.ჭ. ნატურალური თაფლი
  • ერთი ლიმონის წვენი.

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ, დაამტეთ 1 ჩ.კ. იოდიანი მარილი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში 50 გრ. საკვების უკანასკნელი მიღებიდან 3 საათის შემდეგ.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები