ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასახლში მომზადებული "წამლები" კბილის ტკივილისას - დროში გამოცდილი რეცეპტები

სახლში მომზადებული “წამლები” კბილის ტკივილისას – დროში გამოცდილი რეცეპტები

სახლში მომზადებული "წამლები" კბილის ტკივილისას - დროში გამოცდილი რეცეპტები

პირველი რეცეპტი:

40 გრ ჟოლოს ნედლი ფოთოლი, 40 გრ. პიტნის ნედლი ფოთოლი, 40 გრ. ვაშლის ძმარი. ყველა კომპონენტი აურიეთ, მოათავსეთ მუქ მინის ჭურჭელში და დააყენეთ 3 დღის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და გამოივლეთ პირის ღრუში 2 საათში ერთხელ.

მეორე რეცეპტი:

30 გრ. სალბს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ 40 წთ. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და დაიდეთ საფენის სახით მტკივან კბილზე და ღრძილზე. თვალი
ადევნეთ, რომ ნახარში მუდამ თბილი იყოს.

მესამე რეცეპტი: 

კბილის ტკივილს სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს ხომ პირდაპირ მისწრებაა. კარგი იქნება, თუ ცოტა ბერთოლეს მარილსაც შეურევთ.

ღრძილების ტკივილს ასევე უხდება მასაჟი მტკივანი ადგილის ზელა და სრესა. თუ პირში გამოივლებთ თბილ მარილწყალს, ტკივილი მალე დაცხრება. მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. შესაძლოა, ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.

მეოთხე რეცეპტი : 

ვიღებ ვარდკაჭაჭას ფესვებსა და ღეროებს, ვაქუცმაცებ, 2 სადილის კოვზს ვასხამ
ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, 15 წუთის განმავლობაში ვხარშავ, შემდეგ ვწურავ, ვამატებ 2 სადილის კოვზ ნატურალურ თაფლს და 1 ჩაის კოვზ ძმარს.

ნახარში უნდა დალიოთ ყავის ჭიქით, სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

დაიხსომეთ რამდენიმე რჩევა კბილების მოვლასთან დაკავშირებით:

კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ. დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი. ერიდეთ შავ ჩაისა ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ვაშლი, სტაფილო და კიტრი.

კბილებზე კარგად წაისვით სუფრის მარილი და გამოიხეხეთ. იმავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რომელიც კბილებს მინერალური ნივთიერებებით გაამდიდრებს.

კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა კბილების გამოხეხვა ასეთი ნარევით:

აიღეთ  1/2 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე სოდა და მწიკვი მარილი. წაისვით ეს ნარევი კბილებზე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გამოივლეთ. ნარევი აშორებს კბილებიდან მუქლაქებს და ბაქტერიულ ნადებს და ყავას.

მოამზადეთ ეს შესანიშნავი საშუალებები და გაოცდებით მათი სწრაფი მოქმედებით.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!