ამ ნიღბის მეორე გამოყენების შემდეგ, თქვენი სახე სუფთა იქნება! უთხარი არა ასაკობრივ ლაქებს!
ყოველ ჯერზე, როცა მზის პირდაპირი სხივებს ქვეშ ექცევით, მნიშვნელოვანია თქვენი კანის დატენიანება და დაცვა. ამისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.
თუმცა, ადამიანები ხშირად გადიან მზეზე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც იწვევს მათ კანზე მუქი ლაქების წარმოქმნას. ეს ლაქები ბევრისთვის ხდება დისკომფორტის მიზეზი. ამიტომ მის მოსაცილებლად მიმართავენ ყველა საჭირო და ხელმისაწვდომ ხერხს.
ჩვენ ვიცით როგორ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ კარტოფილს შეუძლია ეფექტურად აღმოფხვრას სახის კანიდან მუქი ლაქები. ვინაიდან კარტოფილი ანათებს სახის ფერს, ამშვიდებს გაღიზიანებას და ასუფთავებს ამ ლაქებს, მას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისთვის.
ასე რომ, კარტოფილზე დაფუძნებულ ნიღაბს შეუძლია სასწაულების მოხდენა ჩვენი კანისთვის!
მას აქვს მრავალი სასარგებლო თვისება, მათ შორის:
- აშორებს კანს მუქ ლაქებს
- მკურნალობს აკნეს
- ატენიანებს და კვებავს კანს
- ამცირებს მუქ წრეებს თვალების ირგვლივ
- ხსნის ანთებას
- ანელებს დაბერების პროცესს
საკმარისია მოამზადოთ კარტოფილის წვენი და წაისვათ კანის დაზიანებულ უბნებზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ დააკავშიროთ იგი სხვა სასარგებლო პროდუქტებთან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად:
კარტოფილი და სტაფილო:
აიღეთ თანაბარი რაოდენობით კარტოფილი და სტაფილო. გაასიფთავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა მარლაში და გამოწურეთ წვენი. მიღებული წვენი წაისვით კანზე. გაიჩერეთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით.
კარტოფილი ლიმონის წვენით:
კარტოფილის წვენი შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენს და წაისვით კანის დაზიანებულ უბნებზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარტოფილისა და ხახვის ნარევი:
ერთი ხახვის წვენი შეურიეთ კარტოფილის წვენს და მიღებული მასა წაისვით კანზე. გააჩერეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში რომ ნარევმა იმოქმედოს, დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალებები და უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.