ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასამყაროში შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სანაღვლე გზების მოწესრიგებაში! 

სამყაროში შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სანაღვლე გზების მოწესრიგებაში! 

სამყაროში შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სანაღვლე გზების მოწესრიგებაში! 

სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ბოლო მონაცემებით, ის თითქმის ყოველ მესამე პირს აღენიშნება. იმისათვის, რომ გასაგები იყოს დაავადების პათოგენეზი, მოკლედ მიმოვიხილოთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქცია ორგანიზმში.

ნაღველი, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება და დიდ როლს თამაშობს საჭმლის მონელების პროცესში, აქტიური ბიოქიმიური ნივთიერებების შემცველი მოყვითალო-მოყავისფრო სითხეა. ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი გროვდება ნაღვლის ბუშტში, სადაც მას ჭარბი წყალი სცილდება და სათანადო კონცენტრაცია ენიჭება.

ნაღვლის ბუშტის დაცლა რეფლექსურად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების მოხვედრისას. ნაღველი სპეციალური სადინარით ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. ამ უკანასკნელში ნაღველი ხვდება უშუალოდ ღვიძლიდანაც (ანუ ის, რაც ნაღვლის ბუშტში არ დაგროვილა).

ახალგაზრდობიდანვე მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო, მომწარო გემო პირში, განსაკუთრებით - დილაობით, და ტკივილი კუჭის თავიდან ოდნავ მარჯვნივ. ხანდახან ტკივილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი.

ეს სიმპტომები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. რამდენიმე წლის წინ ტკივილი და გულისრევა გამიხშირდა. იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ სანაღვლე გზების დისკინეზია მქონდა.

ექიმმა დამინიშნა დიეტა და ნაღველმდენი ბალახების ნაყენი, მაგრამ მის სმას ვერაფრით შევეჩვიე — ხან დაყენება მავიწყდებოდა, ხან ნახარშის გემოს ვერ ვიტანდი. ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. სულ წიგნებში იქექება, რვეულებში აქვს ამოწერილი საინტერესო გამონათქვამები, მნიშვნელოვანი თარიღები და ხალხური სამკურნალო საშუალებები. ვიფიქრე, იქნებ რამე საჩემოც მოიძიოს-მეთქი. დახმარებას დამპირდა. რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა და მახარა, სწორედ საშენო რეცეპტი აღმოვაჩინეო.

თურმე გრეიპფრუტი არაჩვეულებრივი ნაღველმდენი ყოფილა. საკმარისია, ადამიანმა გრეიპფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი მიიღოს, რომ ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეაწუხებს. ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ვსვამდი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებულ (1:3) გრეიპფრუტის წვენს. სამიოდე კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტკივილმა გამიარა. წავედი ექიმთან. მითხრა, თუ გიშველა, განაგრძეო. მას შემდეგ ტკივილი რა არის, არ ვიცი. სხვათა შორის, რაც გრეიპფრუტის წვენის სმა დავიწყე, არც გავციებულვარ და არც გრიპი შემხვედრია.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!