დადგა ზაფხული და ყველაზე კარგი შესაძლებლობაა გამოიყენოთ გარგარის კურკა. ამ სტატიაში შეიტყობთ რისთვისაა სასარგებლო!
ტკბილი, გემრიელი - აი, რა გვხიბლავს ყველაზე მეტად ამ ნაყოფში. გარგარის შესანიშნავი გემო და სტრუქტურა კარგია დესერტებისთვის.
თავად ხილიც ისეთი გემრიელია, ნებისმიერ ტკბილეულს ჩაანაცვლებს. თუმცა, არავინ აფასებს იმ განძს, რაც მის რბილობში იმალება.
ჩინურ მედიცინაში დღემდე შენარჩუნებულია გარგარის კურკებით რიგი დაავადებების მკურნალობის მეთოდი. სწორედ ჩინელებმა შენიშნეს პირველად, რომ გარგრის კურკას შეუძლია განკურნოს ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.
კოსმეტიკური მაღაზიების თაროებზე ხშირად შეხვდებით პროდუქციას გარგარის ზეთის დამატებით. სწორედ კურკისგან იხდება. კოსმეტიკაში მის პოპულარობა საკმაოდ საფუძვლიანია: გარგრის კურკების ზეთი კვებავს ფრჩხილებს და თმას, ატენიანებს კანს, რის გამოც მას მასაჟისტებიც ხშირად იყენებენ.
გარგრის კურკა რეკორდსმენია კალიუმის შემცველობის კუთხით. 300 მგ-ზე მეტი ნივთიერება შედის 100 გ პროდუქტში! გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას ხშირად რაციონში გარგრის კურკას რთავენ. რადგან კალიუმის ნაკლებობა იწვევს სისხლის მიმოქცევის შენელებას, კუნთების მოდუნებას და კოორდინაციის დარღვევასაც კი.
თუკი თბილი სეზონის განმავლობაში რეგულარულად მიიღებთ გარგრის კურკას, თქვენი ენდოკრინული სისტემა საათივით აეწყობა. ქალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის კი რეკომენდებულია გარგრის ზეთი. ეს უკანასკნელი ჰორმონალური ფონის დარეგულირებას უწყობს ხელს.
კიდევ რა სარგებლობა მოაქვს გარგარის კურკას?
არსებობს ზედმეტად მწარე გემოს კურკა, რომელიც შხამიან ციანიდს შეიცავს, ისევე, როგორც ვაშლისა და მწარე ნუშის კურკა. ასევე არსებობს ტკბილი კურკა. ორივეს სარგებელი აშკარაა, თუმცა, მწარე კურკის ჭამისგან, ჯობს თავი შეიკაოთ.
მწარე გემო კურკას B 17 ვიტამინის, ამიგდალინის შემცველობის ხარჯზე აქვს. სინამდვილეში ეს ნივთიერება დიდი რაონობით მომწამვლელია, მაგრამ მედიცინის ერთ-ერთ უმსხვილეს აღამოჩენად იქცა ის, რომ ამიგდალინი ებრძვის კიბოს უჯრედებს და შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.
გარგარის კურკის დღიური ნორმა არაუმეტეს 40 გრამია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, მან მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს. მიღების წინ რეკომენდებულია, კურკები დამდუღროთ. ბავშვის დღიური ნორმა მხოლოდ 20 გრამია.
ვისაც დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები გაწუხებთ არ არის რეკომენდებული, ასევე არაა სასურველი დიდი რაოდენობით ორსულებისთვის