ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაამ პროდუქტების ნარევი მხოლოდ პანაცეაა! საუკეთესო წამალია მრავალი დაავადების წინააღმდეგ!

ამ პროდუქტების ნარევი მხოლოდ პანაცეაა! საუკეთესო წამალია მრავალი დაავადების წინააღმდეგ!

ამ პროდუქტების ნარევი მხოლოდ პანაცეაა! საუკეთესო წამალია მრავალი დაავადების წინააღმდეგ!

ნიორი ნამდვილად ბუნების საჩუქარია და ერთადერთი ინგრედიენტია, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს ყველა სამზარეულოში. გარდა იმისა, რომ ნიორი ნებისმიერ კერძს უნიკალურ გემოს ჰმატებს, ასევე გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ვინაიდან უმი ნიორი მართლაც საოცრად ძლიერი წამალია.

  • ნიორი რეკომენდებულია მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის.
  • ის ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს,
  • ხელს უშლის გულის კორონარული დაავადებებს და
  • მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტის ალბათობას.

ნიორი ასევე შესანიშნავია ყოველდღიური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა

  • ცხელება,
  • დიარეა,
  • გაციება,
  • გრიპი და
  • სხვადასხვა სოკოვანი ინფექციები.

გარდა ამისა, ნიორი დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ოსტეოართრიტის, დიაბეტის და პროსტატის სიმპტომები.

ასევე ნიორს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი იმუნიტეტი და ორგანიზმიდან ტოქსინებიც კი გამოდევნოს. ხოლო ხახვთან და კოჭასთან ერთად გამოიყენება ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც გამოგადგებათ სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად.

უმი ნიორი და თაფლი.

წვრილად დაჭერით ორი ან სამი კბილი ნიორი და შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს. თუ ამ ნარევს ყოველდღე უზმოზე მიირთმევთ, თქვენი კეთილდღეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და იგრძნობთ, რომ ენერგიით ხართ სავსე, როგორც არასდროს.

ნივრის გრიპის წამალი.

თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ატარეთ ხელთათმანები და არ შეიზილოთ თვალები ამ საშუალების მომზადებისას, რადგან ზოგიერთმა ბუნებრივმა ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი ან დამწვრობა.

ამ წამლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • ხუთი კბილი ნიორი;
  • ნახევარი თავი ხახვი;
  • ორი ცალი წითელი ჩილის წიწაკა;
  • ერთი ცალი ლიმონი
  • ერთი სუფრის კოვზი დაჭრილი ჯანჯაფილი;
  • ვაშლის ძმარი.

მომზადების მეთოდი ასეთია:

დაგჭირდებათ ქილა 350 მლ - 500 მლ ტევადობით. პირველ რიგში ქილაში მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი და შემდეგ მოვაყაროთ დაფქული ნიორი. შემდეგ დაამატეთ წითელი წიწაკა და დაჭრილი ჯანჯაფილი.

ცალკე ჯამში გაწურეთ ლიმონი და დაუმატეთ მთელ მასას. ბოლოს დაუმატეთ ვაშლის ძმარი. დახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ რამდენიმე დღე საკუჭნაოში.

ეს ტონიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელის ტკივილის, გაციების და გრიპის დროს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!