მხოლოდ ერთი ინგრედიენტი და დაივიწყებთ ფორებს თქვენს სახეზე! მეორე რეცეპტი ჩემს თავზე გამოვცადე!
სახეზე გაფართოებული ფორები ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ცხიმიანი კანი აწუხებთ. რა თქმა უნდა, მათ ყველას სძულთ ეს ფორები და სცადეს სხვადასხვა მეთოდი, რომ ისინი ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო.
დღეს შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი პრეპარატი, რომელიც სავარაუდოდ ამკვრივებს კანს და ამცირებს ფორებს. მაგრამ მართლა ასეთი ეფექტურია? ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი თქვენთვის: ახლა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბუნებრივი საშუალებები სახლში ფორების მოსაშორებლად.
აქ არის რამდენიმე რეცეპტი.
წყალი და საცხობი სოდა.
საკმარისია 2 სუფრის კოვზი სოდა და 2 სუფრის კოვზი წყალი კარგად აურიოთ ერთმანეთს. შედეგად უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ნარევი. ეს ნარევი წაისვით სახეზე და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. როდესაც იგრძნობთ, რომ ნიღაბი გამკვრივდა, დაიბანეთ სახე გრილი წყლით.
პომიდორი და ლაიმის წვენი.
მოამზადეთ ცოტა ტომატის წვენისა და 2-4 წვეთი ლაიმის წვენის ნარევი. შემდეგ აიღეთ ბამბის დისკი და დაასველეთ იგი თხევადი ნარევით და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით.
კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი.
ეს არის კიდევ ერთი ბუნებრივი სახის ნიღაბი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენითა და 2 კვერცხის ცილისგან. წაისვით ეს საოცარი ნიღაბი სახეზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, რომ ის გაშრეს. შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ კანზე ფორების გამკვრივებაში, მაგრამ ამავდროულად, კანის მკვდარი უჯრედების მოცილებასაც შეუწყობს ხელს.
ლიმონისა და ანანასის წვენი.
პირველ რიგში, დაგჭირდებათ ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ½ ჭიქა ანანასის წვენი ლიმონის წვენს. აიღეთ სუფთა ქსოვილი და მოათავსეთ თხევად ნარევში და შემდეგ დაიდეთ სახეზე. 5 წუთი საკმარისი იქნება. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით.
კიტრი, ლიმონი და ვარდის წყალი.
გაფცქვენით 1 კიტრი და წვრილად დაჭერით. ამის შემდეგ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. შემდეგ აიღეთ სუფთა ქსოვილი და ჩაყარეთ თხევად ნარევში და შემდეგ დაიდეთ სახეზე, როგორც წინა შემთხვევაში. რამდენიმე წუთის შემდეგ სახე გრილი წყლით უნდა დაიბანოთ.
ნუში და ლაიმის წვენი.
ჩაასხით წყალი პატარა კონტეინერში, მოათავსეთ მასში რამდენიმე ცალი ნუში და დატოვეთ მთელი ღამით, რომ წყალი შეიწოვოს. მეორე დილით გახეხეთ ნუში და მოამზადეთ ნუშის პასტა. შემდეგ პასტას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი და წაისვით სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით.