ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობარას მკურნალობენ დაფნის ფოთლით? - წაიკითხე და გიგე როგორ უმკურნალო სხვადასხვა დაავადებას...

რას მკურნალობენ დაფნის ფოთლით? – წაიკითხე და გიგე როგორ უმკურნალო სხვადასხვა დაავადებას ამ საოცარი მცენარის დახმარებით!

რას მკურნალობენ დაფნის ფოთლით? - წაიკითხეთ და გიგეთ როგორ უმკურნალო სხვადასხვა დაავადებას ამ საოცარი მცენარის დახმარებით!

დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი სამკურნალო მიზნებისთვის, მაგალითად, ამ სანელებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ შაქრის დონე სისხლში, და არა მხოლოდ!

ამ მცენარის ეთერზეთები მზადდება ახალი ფოთლებისგან სამრეწველო მასშტაბით. ასეთი სპეციფიკური არომატი, დაფნის ფოთლებმა მიიღო ეთერზეთების მდიდარი შემცველობის გამო. მათი ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით, შეიძლება აღინიშნოს ორგანული მჟავების - კაპრონის, ძმარმჟავას და ვალერიანის, ფიტონციდების (ანტიბაქტერიული თვისებების მქონე), ტანინების, მიკროელემენტების და ცხიმოვანი მჟავების არსებობა.

სასარგებლო თვისებები:

დაფნის ფოთოლი ნაყენის ან დეკორქციის სახით დიდი ხანია გამოიყენება ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში, ფაქტიურად ყველგან - აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, ასევე აზიაში.

საყურადღებოა, რომ დაფნის ფოთოლი არის ძალიან ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ასევე მეტაბოლური პროცესების კატალიზატორი. ისინი ხელს უწყობენ ანთების და შეშუპების მოხსნას.

და სწორად მომზადებული დაფნის ნაყენი იქნება შესანიშნავი საშუალება იმუნიტეტის აღდგენისა და გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი რეგულარულად გამოყენება.

რატომ არის სასარგებლო დაფნის ნაყენი?

დაფნის ფოთლის საფუძველზე მომზადებული ნაყენი გამოიყენება:

  • ორგანიზმიდან არასასურველი მარილების სწრაფად მოსაცილებლად;
  • სახსრებში დაგროვილი მარილებისაღმოსაფხვრელად;
  • ნაღვლის ბუშტის ანთების დასაცხრობად;
  • ასევე ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელ ანთებაზე სამოქმედოდ;
  • არანაკლებ ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის დროს (მაგრამ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია);
  • ასევე ბუასილის დროს.

მაგრამ ის რაც ითქვა, არ ნიშნავს, რომ ასეთი ნაყენი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად.  მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს წელიწადში 3 კვირაზე მეტი.

კიდევა რა სამკურნალო თვისებები გააჩნია დაფნის ფოთოლს? 

  1. ანტიმიკრობული;
  2. იმუნოსტიმულატორული;
  3. ანთების საწინააღმდეგო;
  4. ჭრილობის შეხორცება;
  5. შემკვრელი;
  6. შარდმდენი;
  7. დამამშვიდებელი;
  8. საჭმლის მომნელებელი პროცესის მოქმედების გაუმჯობესება.

გაითვალისწინეთ, რომ დაფნის ფოთლისგან მიღებული ეთერზეთები გამოიყენება სხვადასხვა სახის მალამოების, კრემების და გარკვეული ანტიბაქტერიული თვისებების მქონე საპნების დასამზადებლად.

შესაძლებელია თუ არა საკუთარი დაფნის სამკურნალო საშუალებების მომზადება?

  • თუ გაწუხებთ ცუდი სუნი, რომელიც ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესით - გინგივიტით ან სტომატიტით, სავსებით საკმარისია დაფნის ფოთლის დაღეჭვა (დღეში ორჯერ მაინც), ოღონდ ამის შემდეგ თავი შეიკავოთ ჭამისა და დალევისგან 1 საათის განმავლობაში.
  • დაფნის ფოთლები შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენოთ ოთახის დეზინფექციისთვის. დაფნის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ხსნარი ჩაასხით შესაბამის ჭურჭელში და მოათავსეთ სასურველ ოთახში. მოიცადეთ ცოტა ხანი და იგრძნობთ, რა სასიამოვნო არომატით აივსება ოთახს, გარდა ამისა, ჰაერი არსებული ბაქტერიებისგან გაიწმინდება.
  • თუ გჭირდებათ ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსტიმულატორული ან შაქრის დამწევი საშუალება, გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტი. აიღეთ დაფნის ფოთოლი (10 ცალამდე) და მოათავსეთ მდუღარე წყლში (3 ჭიქა), შემდეგ კი ამ ხსნარს უნდა დაელოდოთ 3 საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქის დღეში, სასურველია 3-ჯერ.
  • აღსანიშნავია, რომ დაფნის ფოთლის დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი, რომელიც განკურნავს კანის დაავადებებს, საფენის გამონაყარს და წყლულებსაც კი. რეცეპტი ასეთია: აიღეთ დაჭრილი დაფნის ფოთლები (1,5 სუფრის კოვზი), დაასხით მცენარეული ზეთი და შეინახეთ ბნელ ადგილას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ნაყენი მზად არის გარე გამოყენებისთვის.

გაიათვალისწინეთ, ეს საშუალება უკუნაჩვენებია:

  1. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან კუჭის წყლული;
  2. ყაბზობისადმი მიდრეკილება;
  3. ჰიპოტენზია;
  4. დიაბეტის მძიმე ფორმა.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!