ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება თირკმლის ქვების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
თირკმლის ქვები ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს.
თირკმლების კენჭების დაახლოებით 80% დაკავშირებულია კალციუმის დაგროვებასთან. ასეთ შემთხვევებში ორგანიზმში კალციუმი აერთიანებს ფოსფატს, ოქსალატს ან კარბონატს და წარმოქმნის ქვას.
ჩიკაგოს სტრიჩის მედიცინის სკოლაში, ლოიოლას უნივერსიტეტის უროლოგ ჯონ მილნერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ციტრუსი, მაგალითად, როგორიცაა ლიმონი, შედგება ნაერთებისგან, რომელიც ხელს უშლის თირკმელების ქვების განვითარებას ჩვენს ორგანიზმში.
ლიმონი ციტრატის უმდიდრესი წყაროა. ამრიგად, ის იდეალური ინგრედიენტია, რათა თავიდან ავიცილოთ ქვების წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმში. ლიმონის წვენის დალევა ზრდის შარდში ციტრატის დონეს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის კალციუმის ქვების წარმოქმნას.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი ლიმონის წვენთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო შეზეთვას, რაც აადვილებს ქვის გავლას საშარდე გზებში.
დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი; ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი
ლიმონის ეთერზეთი - 2 წვეთი; წყალი - 1 ჭიქა
ინსტრუქცია: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; ახლა ნარევს დაუმატეთ 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი და კარგად აურიეთ. დალიეთ ნარევი და ამის შემდეგ მიაყოლეთ მას 1 ჭიქა წყალი.
გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ და მთელი დღის განმავლობაში დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა თავიდან აიცილოთ კენჭები.